ადგილის დედის ხატი (თრანი)
იერსახე
ადგილის დედის ხატი, ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანის აღმოსავლეთით, 0,3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,3x4,2 მეტრი). ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი თითქმის თანაბარი ზომის რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამაროვანი გადახურვა და კონქის უმეტესი ნაწილი; მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. სამხრეთის შესასვლელისგან წირთხლების ქვედა ნახევარიღაა შემორჩენილი. დასავლეთის შესასვლელი გარედან შეისრულთაღოვანია, ხოლო შიგნით - ბრტყლადაა გადახურული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ორივე კუთხეს თაროსებრი იმპოსტი აგვირგვინებს. შემორჩენილია კონქის თაღის ორივე ქუსლის წყობის რამდენიმე ქვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 386.