ჰარი პოტერის სამყაროს ადგილები და დაწესებულებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ადგილები ჰარი პოტერის სამყაროში)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც მწერალ ჯოან როულინგის მიერ არის შექმნილი, არაერთი გამოგონილი თუ რეალური ადგილმდებარეობაა ნახსენები. მათ შორის არის სკოლასთან დაკავშირებული, საცხოვრებელი, სავაჭრო თუ სამთავრობო ობიექტები.

ჰოგსმიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოგსმიდი
HogsmeadeHP.jpg
ჰოგსმიდი ფილმში ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
წყარო ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
ტიპი მთავარი სოფელი/სავაჭრო დაწესებულებები
მნიშვნელოვანი ადგილები შოტლანდია

ჰოგსმიდი — სოფელი, რომელიც ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. იგი პირველად ნახსენებია რომანში ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე. თითქმის ყოველთვის მოვლენები, დაკავშირებული მასთან, მიმდინარეობს ზამთარში, როდესაც სოფელი დაფარულია თოვლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]