ადა ლავლეისი
| ადა ლავლეისი | |
|---|---|
| ინგლ. Augusta Ada King, Countess of Lovelace | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 10 დეკემბერი, 1815[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
| დაბ. ადგილი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[11] |
| გარდ. თარიღი | 27 ნოემბერი, 1852[12] [2] [3] [4] [6] [7] [8] [9] [10] (36 წლის) |
| გარდ. ადგილი | მარლიბონი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
| დასაფლავებულია | ჰაკნელის წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესია[13] [14] |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მათემატიკოსი[15] , პროგრამისტი, პოეტი, ინფორმატიკოსი[15] , გამომგონებელი, მთარგმნელი, მწერალი და ინჟინერი |
| მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
| მეუღლე | უილიამ კინგი[7] [5] |
| მამა | ჯორჯ გორდონ ბაირონი[7] |
| დედა | ანა იზაბელა ბაირონი[7] |
| შვილ(ებ)ი | ენ ბლანტი[7] , რალფ გორდონი[7] და ბაირონ კინგი[5] [7] |
|
გავლენა მოახდინეს | |
| ხელმოწერა |
|
ავგუსტა ადა ქინგი (ქალიშვილობით ბაირონი), გრაფინია ლავლეისი (ინგლ. Augusta Ada King Byron, Countess of Lovelace), მეტად ცნობილია, როგორც ადა ლავლეისი (დ. 10 დეკემბერი, 1815, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 27 ნოემბერი, 1852, ლონდონი) — ინგლისელი მათემატიკოსი და მწერალი. ცნობილია იმ გამომთვლელი მანქანის აღწერის შექმნით, რომლის პროექტი ჩარლზ ბებიჯმა შეიმუშავა.
ადა ლავლეისმა შეიმუშავა მსოფლიოში პირველი პროგრამა (ამ მანქანისთვის), შემოიტანა ტერმინები „ციკლი“ და „სამუშაო უჯრედი“. ის იყო პირველი, ვინც გააცნობიერა, რომ ამ მანქანას წმინდა გამოთვლების მიღმაც ჰქონდა გამოყენება. ლავლეისს ხშირად პირველ კომპიუტერის პროგრამისტად მიიჩნევენ.[16][17].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაბადების თარიღი — 10 დეკემბერი 1815 წელი, ადა იყო ერთადერთი კანონიერი შვილი ინგლისელი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის და მისი ცოლის ანა-იზაბელა ბაირონის (ანაბელა). ანა-იზაბელა ბაირონმა თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებში მათემატიკით გატაცების გამო მეუღლისაგან მიიღო წოდება „პარალელოგრამების დედოფალი“. ბაირონმა საკუთარი შვილი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ნახა პირველად და უკანაკსნელად. 1816 წლის 21 აპრილს ბაირონმა ოფიციალურად მოაწერა ხელი განშორების ფურცელს და სმაუდამოდ მიატოვა ინლისი.
გოგონამ პირველი სახელი მიიღო აგასტა (ავგუსტა) ბაირონის ნახევარ დის, ლი ავგუსტას პატივსაცემად, რომელთანაც, ჭორების თანახმად მას რომანი ჰქონდა. განშორების შემდეგ დედა და დედის მშობლები არასოდეს მიმართავდნენ გოგოს ამ სახელით, და უძახდნენ ადას. ამას გარდა, ოჯახის ბიბლიოთეკაში მთლიანად ამოღებული იყო მამამისის წიგნები.
ახალშობილის დედამ შვილი მშობლებს გადასცა და გაემგზავრა გამაჯანსაღებელ კრუიზზე. დაბრუნდა მაშინ, როდესაც ბავშვის აღზრდა უკვე შესაძლებელი იყო. სხვადასხვა ბიოგრაფიებში გამოითქმება სხვადასხვა მტკიცებულებები იმის შესახებ, ცხოვრობდა თუ არა ლი ადა თავის დედასთან: ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ის დედამისის ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებდა, ქორწინების დროსაც. სხვა წყაროებით ის არასოდეს იცნობდა თავის მშობლებს.
მისის ბაირონმა ადასთვის თავისი ყოფილი მასწავლებლები მოიწვია — შოტლანდიელი მათემატიკოსი აუგუსტუს დე მორგანი და ცნობილი მერი სომერვილი, რომელმაც გადათარგმნა ფრანგულიდან მათემატიკოსისა და ასტრონომის პიერ სიმონ ლაპლასის „ტრაქტატი ცის მექანიკის შესახებ“. სწორედ მერი გახდა თავისი აღზრდილისთვის მისაბაძი ადამიანი.
როდესაც ადას ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა, ის საზოგადოებაში გავიდა და მეფისა და დედოფლის წინაშე წარადინეს. ჩარლზ ბებიჯის სახელი ახლგაზრდა მის ბაირონმა პირველად სასადილო მაგიდასთან გაიგონა მერი სომერვილისგან. რამდენიმე კვირის შემდეგ, 1833 წლის 5 ივნისს, ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მათი გაცნობის მომენტში ჩარლზ ბებიჯი პროფესორი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე — როგორც სერ ისააკ ნიუტონი საუკუნე ნახევრის წინ. მოგვიანებით ადამ იმ ეპოქის სხვა გამოჩენილი პიროვნებებიც გაიცნო: მაიკლ ფარადეი, დეივიდ ბრიუსტერი, ჩარლზ უიტსტონი, ჩარლზ დიკენსი და სხვები.
თანამდებობაზე დანიშვნამდე რამდენიმე წლით ადრე ბებიჯმა დაასრულა გამომთვლელი მანქანის აღწერა, რომელსაც შეეძლო გამოთვლების შესრულება ოც ნიშნამდე სიზუსტით. პრემიერ-მინისტრის მაგიდაზე მოხვდა ნახაზი, სადაც გამოსახული იყო მრავალი ლილვაკი და მექანიზმი, რომლებიც ბერკეტით მოძრაობდა. 1823 წელს გაიცა პირველი სუბსიდია იმის ასაგებად, რაც დღეს მსოფლიოში პირველ კომპიუტერად ითვლება, და „ბებიჯის დიდი გამომთვლელი მანქანის“ სახელითაა ცნობილი. მანქანის აგება ათ წელიწადს გრძელდებოდა, მისი კონსტრუქცია სულ უფრო და უფრო რთულდებოდა და 1833 წელს დაფინანსება შეწყდა.
1842 წელს ჩარლზ ბებიჯი ტურინის უნივერსიტეტში მიიწვიეს, რათა თავისი ანალიტიკური მანქანის შესახებ სემინარი ჩაეტარებინა. ახალგაზრდა იტალიელმა ინჟინერმა და იტალიის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, ლუიჯი მენაბრეამ, ლექცია ფრანგულად გადაწერა და იგი ჟენევის საზოგადოებრივმა ბიბლიოთეკამ იმავე წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბებიჯის მეგობარმა, გამომგონებელმა ჩარლზ უიტსტონმა, გრაფინია ლავლეისს სთხოვა, მენაბრეას ჩანაწერები ინგლისურად ეთარგმნა და ტექსტისთვის თავისი ანოტაციებიც დაერთო. ლედი ლავლეისმა ამ ნაშრომზე ერთ წელზე მეტი დახარჯა, რის შემდეგაც ნაშრომები გამოქვეყნდა აკრონიმით AAL და, ადას 52 გვერდიანი კომენტარების ჩათვლით, უფრო ვრცელი გამოვიდა, ვიდრე მენაბრეას ორიგინალური ჩანაწერები.
ერთ-ერთ კომენტარში ადა აღწერს ბერნულის რიცხვების გამოთვლის ალგორითმს ანალიტიკურ მანქანაზე. ეს აღიარებული იქნა პირველ პროგრამად, რომელიც სპეციალურად კომპიუტერული დამუშავებისთვის იყო დანერგილი და სწორედ ამ მიზეზით, ადა ლავლეისი პირველ პროგრამისტად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ბებიჯის მანქანა მისი სიცოცხლეში ვერ გაკეთდა. ამას გარდა, თავის ჩანაწერებში მან იწინასწარმეტყველა, რომ ისევე, როგორც ჟაკარდის მანქანას შეეძლო ყვავილებისა და ფოთლების ქსოვა, ანალიტიკურ მანქანას შეეძლო ალგებრული ფორმულების შექმნა და მომავალში მუსიკის შექმნა და სურათების დახატვა - და დაუსახავს „მეცნიერებას ისეთ გზებს, რომლებზეც არასდროს გვიოცნებია“.
ლავლეისი 36 წლის ასაკში, 1852 წლის 27 ნოემბერს, საშვილოსნოს კიბოთი გარდაიცვალა. მისი თხოვნით, იგი მამამისის გვერდით დაკრძალეს, რომელსაც სიცოცხლეში არ იცნობდა.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1975 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პროგრამირების უნივერსალური ენის გამოგონება-გადამუშავების დაწყების შესახებ. მინისტრმა წაიკითხა მომუშავე პერსონალის მიერ მომზადებული ისტორიული ექსკურსი და ყოყმანის გარეშე დაამტკიცა პროექტი და ასევე მომავალი ენისათვის შემოთავაზებული სახელი — „ადა“. 1980 წლის 10 დეკემბერს დამტკიცებული იქნა ენის სტანდარტები.[18]
2022 წელს ტექნოლოგიურმა კომპანიამ — Nvidia გამოუშვა გრაფიკული პროცესორები მიკროარქიტექტურით „Ada Lovelace“.
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადა ლავლეისის მთავარი კრიტიკოსი დოროთი სტეინია, რომელმაც 1985 წელს დაწერა წიგნი „ადა: ცხოვრება და მემკვიდრეობა“. სტეინი თვლიდა, რომ ადა ლავლეისი არაკომპეტენტური მათემატიკოსი იყო და არ შეეძლო ბერნულის რიცხვების გამოსათვლელი ალგორითმის დაწერა. ამას იმით ადასტურებდა, რომ, პირველ რიგში, მენაბრეას ერთ-ერთი ნაშრომის თარგმნისას, ადამ შეცდომა დაუშვა და შეუძლებელი ფუნქცია მიიღო და მეორეც, რომ თავის წერილებში ახსენებდა სირთულეებს ფუნქციური ჩანაცვლების გაგებაში.
იუჯინ ერიკ კიმი და ბეტი ალექსანდრა ტული, 1999 წელს ჟურნალ „Scientific American“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, არ ეთანხმებოდნენ იმ აზრს, რომ ეს ორი მტკიცება ადას არაკომპეტენტურობას ადასტურებდა, რადგან თარგმანი, რომელშიც სტეინის აზრით შეცდომა იყო დაშვებული, კვალიფიციურმა მათემატიკოსებმა შეამოწმეს, რომლებმაც შეცდომა ვერ აღმოაჩინეს და თავის შემდგომ წერილებში ადა აჩვენებს ფუნქციური ჩანაცვლების გაგებას.[19]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადა ლავლეისი — ნამუშევრები საიტზე Open Library
- ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. ადა ლავლეისი (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 3 Lundy D. R. The Peerage
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 3 4 5 6 7 8 Kindred Britain
- 1 2 GeneaStar
- 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- 1 2 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 261. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ Buckthorn G. Pioneers of Science and Technology — 2018. — P. 13. — 48 p. — ISBN 978-1-5263-0422-3
- ↑ Байрон, Джордж-Ноэль-Гордон // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IIа. — С. 726–730.
- ↑ https://www.geograph.org.uk/photo/6290693
- ↑ https://codingweek.org/celebrating-all-women-in-stem/
- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #119232022 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Fuegi, J; Francis, J (October–December 2003), "Lovelace & Babbage and the creation of the 1843 'notes'", Annals of the History of Computing (IEEE) 25 (4): 16–26,
- ↑ „Ada Lovelace honoured by Google doodle“. The Guardian. 10 December 2012. ციტირების თარიღი: 10 December 2012.
- ↑ NVIDIA представила GeForce RTX 4090 и две GeForce RTX 4080
- ↑ Ada and the First Computer