მაიკლ ფარადეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიკლ ფარადეი
Faraday Cochran Pickersgill.jpg
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი 1791(1791-09-22)[1][2]
დაბ. ადგილი ნიუინგტონ-ბატსი
გარდ. თარიღი 25 აგვისტო 1867(1867-08-25)[1][2] (75 წელი)
გარდ. ადგილი ჰემფტონ-კორტი[3]
დასაფლავებულია ჰაიგეიტის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ფიზიკა და ქიმია
მეუღლე სარა ბარნარდი
მამა ჯეიმზ ფარადეი
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი, კოპლის მედალი, სამეფო მედალი, Pour le Mérite და რუმფორდის მედალი
ხელმოწერა Michael Faraday signature.svg
Michael Faraday ვიკისაწყობში

მაიკლ ფარადეი (ინგლ. Michael Faraday, FRS; დ. 22 სექტემბერი, 1791 – გ.25 აგვისტო, 1867) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (ან ნატურფილოსოფოსი, იმდროინდელი ტერმინოლოგიით).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონელი მჭედლის ჯეიმზ ფარადეის ოჯახში 1791 წლის 22 სექტემბერს დაიბადა მესამე შვილი მაიკლ ფარადეი. მომავალში გამოჩენილმა მეცნიერმა დაწყებითი სკოლა ვერ დაამთავრა. ოჯახის დუხჭირი ცხოვრების გამო მაიკლი იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და წიგნების მკინძავის შეგირდი გამხდარიყო. მან ეს ხელობა ბრწყინვალედ აითვისა, მაგრამ წიგნები უფრო მეტად აინტერესებდა ვიდრე მათი კინძვა. ბევრს კითხულობდა, ამავე დროს ხშირად ესწრებოდა საჯარო ლექციებს, რაშიც მას ახალისებდა უფროსი ძმა რობერტი, რომელიც ფულს აძლევდა ლექციებზე შესასვლელი ბილეთებისათვის.

ფარადეი და ჰემფრი დევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1812 წელს ფარადეიმ მოისმინა ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჰემფრი დევის ლექციების კურსი. დეივისა და ფარადეის ურთიერთობების შედეგად, რაც ერთი წელი გაგრძელდა, დევიმ ფარადეი ლაბორანტად აიყვანა და ორწლიან მოგზაურობაში თან წაიყვანა. მოგზაურობის დროს მან გაიცნო გამოჩენილი ფიზიკოსები და ქიმიკოსები – ამპერი, გეი–ლუსაკი და სხვები.

პარველ ხანებში ფარადეი ქიმიაში მუშაობდა და მან 1824 წელს ქლორი გაათხევადა. ეს იყო პირველი თხევადი გაზი მსოფლიოში. ერთი წლის შემდეგ ფარადეიმ ბენზოლი მიიღო.

1824 წელს ფარადეი სამეფო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო 1827 წელს პროფესორის კათედრა მიიღო.

1821 წელს ერსტედის აღმოჩენის გავლენით ფარადეიმ თავის დღიურში ჩაწერა ,,გადავაქციოთ მაგნეტიზმი ელექტრობად". ეს ფრაზა გახდა მისი კვლევის მეცნიერული პროგრამა ათი წლის განმავლობაში და 1831 წელს აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა.

1833 წელი ფარადეის მეცნიერულ შემოქმედებაში აღსანიშნავია იმით, რომ მან დაიწყო შესანიშნავი ნაშრომი ,,ექსპერიმენტული გამოკვლევები ელექტრობაში", რომელიც ოცდამეათეჯერ 1855 წელს გამოიცა.

მაიკლ ფარადეი გარდაიცვალა 1867 წლის 25 აგვისტოს. მაიკლ ფარადეის პატივსაცემად, ელექტროტევადობის ერთეულს ფარადა უწოდეს.

მაიკლის წვლილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარადეის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმისა და ელექტროქიმიის დარგების განვითარებაში. მან აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქცია, დიამაგნეტიზმი და ელექტროლიზი. მანვე დაადგინა რომ მაგნეტიზმს შეეძლო სინათლის სხივებზე ზემოქმედება და რომ ამ ორ ფენომენს შორის ურთიერთქმედება არსებობდა. როგორც ქიმიკოსმა ფარადეიმ აღმოაჩინა ბენზინი, პოპულარიზაცია გაუწია ისეთ ტერმინებს როგორიცაა ანოდი, კათოდი, ელექტროდი და იონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]