მერი სომერვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მერი სომერვილი
ინგლ. Mary Somerville
Mary Somerville.jpg
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი 1780(1780-12-26)[1] [2]
დაბ. ადგილი ჯედბორო[3]
გარდ. თარიღი 28 ნოემბერი 1872(1872-11-28)[2] (91 წლის)
გარდ. ადგილი ნეაპოლი[4]
დასაფლავებულია English Cemetery, Naples
მოქალაქეობა Flag of Great Britain (1707–1800).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო მეცნიერების პოპულარიზაცია და მათემატიკა
განთქმული მოსწავლეები ადა ლავლეისი
მეუღლე William Somerville[5] და Samuel Greig[6]
შვილ(ებ)ი Woronzow Greig და Martha Somerville
ჯილდოები Patron’s Medal[7]

მერი სომერვილი (დ. 26 დეკემბერი, 1780, ედინბურგი — გ. 24 ნოემბერი, 1872, ნეაპოლი) — შოტლანდიელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ფერფექსი (ქალიშვილობის გვარი) დაიბადა 1780 წლის 26 დეკემბერს, შოტლანდიის პატარა ქალაქ ედინბურგში. მამამისი უილიამ ფერფექსი იყო შოტლანდიის ვიცე-ადმირალი, ხოლო დედა შოტლანდიური გვარის, ჩარტენსების შთამომავალი. ცხოვრების ადრეული წლები სომერვილს გატარებული აქვს დედასთან ერთად, ედინბურგის მახლობლად მდებარე ჩარტენსების საგვარეულო ციხე-კოშკში. 1800 წელს მერი მიათხოვეს რუსული ფლოტის ოფიცერს, ინგლისში რუსეთის გენერალურ კონსულ სამუელ გრეიგს. მერის გაუთხოვების მიუხედავად კვლავ ქონდა მათემატიკის შესწავლის სურვილი, თუმცა მისი ქმარი ამ საკითხს სკეპტიკურად უდგებოდა. 1810 წელს სამუელ გრეიგი გარდაიცვალა, რამაც სომერვილს დამოუკიდებლობის გრძნობა მოჰგვარა. მოგვიანებით იგი შეუდგა ნიუტონის „საწყისებისა“ და ასტრონომიის შესწავლას. 1812 წელს მერი კვლავ გათხოვდა სამხედრო ექიმ უილიამ სომერვილზე რომელიც ცოლს სამეცნიერო მეცადინეობასა და მუშაობაში ეხმარებოდა. ამავე პერიოდში დაიწყო მერიმ ბერძნული ენის შესწავლაც. 1816 წელს სომერვილების ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადადის. ამ ქალაქში ისინი მალე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.

1826 წელს „ლონდონის სამეფო საზოგადოების შრომებში“ სიმერვილის პირველი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა. ამ შრომაში იგი აღწერდა მის მიერ აღმოჩენილ მზის სხივების დამამაგნიტებელ მოქმედებას. ეს ნაშრომი თავდაპირველად მიიღეს, თუმცა შემდეგში დამტკიცდა, რომ ეს მოვლენა რეალობას დიდად არშეესაბამებოდა. 1836 წელს „პარიზის მეცნიერებათა აკადემიის მოხსენებაში“ გამოქვეყნდა სომერვილის მეორე ექსპერიმენტალური ნაშრომი სახელად „მზის სპექტრის ქიმიური სხივების გავლის ცდები სხვადასხვა გარემოში“. სომერვილის მესამე ნაშრომი —„სპექტრის სხივების მოქმედება მცენარეთა წვენებზე“— დაიბეჭდა 1845 წელს. მართალია არც მისი ეს ნაშრომები იქნა აღიარებული ფიზიკის მნიშვნელოვან მოვლენებად, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ექსპერიმენტები დაყენებული იყო რაციონალურად და სრულიად მიზანდასახულად. მართალია მან ვერ შექმნა მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომები, თუმცა სომერვილი დაჯილდოვებული იყო სამეცნიერო მწერლის ტალანტით და სწორედ მისი წყალობითაც დაიკავა მან მეცნიერების ისტორიაში ღირსეული ადგილი.

1827 წელს მერი სომერვილს სთროვეს, რომ გადაეთარგმნა საფრანგეთში გამოცემული ლაპლასის მრავალტომიანი ფუნდამენტური ტრაქტატი ციურ მექანიკაში. იგი ამ წინადადებას დათანხმდა შემდეგი პირობით: თუ ნაშრომის თარგმანი გამოვიდოდა არასრულყოფილი, იგი უნდა განადგურებულიყო. 1830 წელს მან ეს სამუშაო ბოლომდე შეასრულა. მისი თარგმანი არ იყო ავტორისეული. ლაპლასის ციური მექანიკა საგრძნობლად გასაგები და საინტერესო გახდა მკითხველთათვის. მისი ეს ნაშრომი მალე მცირე ტირაჟით დაიბეჭდა, მაგრამ თვით ავტორის გასაოცრად მთელი ტირჟი სწრაფად გაიყიდა. მალევე ეს წიგნი შეისყიდა კემბრიჯის უნივერსიტეტმა, რომელიც ნახსენებ წიგნს იყენებდა როგორც სტანდარტულ სახელმძღვანელოს.

1830 წელს გამოდის მერის მეორე წიგნი: „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კავშირის შესახებ“. ეს წიგნი წარმოადგენდა ფიზიკური ცოდნის ენციკლოპედიას, რომელიც მაქსიმალურად გასაგები ენით იყო დაწერილი.

XIX საუკუნის 30-იან წლებში ექიმის დაჟინებულიო თხვონით მერი სომერვილი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. 1848 წელს გამოქვეყნდა მისი მესამე და ალბათ საუკეთესო წიგნი — „ფიზიკური გეოგრაფია“. ამ წიგნში მეცნიერება დედამიწის შესახებ გადმოცემული იყო ფიზიკის, ქიმიის, მეტეოროლოგიისა და ასტრონომიის მონაცემების მაქსიმალური გამოყენებით. ეს წიგნი ერთსულავნად იქნა აღიარებული ნამდვილ შედევრად.

მერი სომერვილი გარდაიცვალა 1872 წლის 24 ნოემბერს, ნეაპოლში. იგი უკანასკნელ დღეებამდე აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ამჯერად იგი საკუთან ნაშრომებში მხოლოდ მოგონებებს აღწერდა. მირი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისი შვილების მიერ გამოქვეყნდა მეტად საჭირო მერი სომერვილის ავტობიოგრაფიული შენიშვნები, რომელიც მოიცავდა დროის დიდ შუალედს და აგრეთვე შესული იყო მეცნიერებისა და კულტურის ისტორიკოსებისათვის ძალზე მნიშვნელოვან ცნობები და დაკვირვებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 23-26, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]