აბუ-დაბის საამირო
საამირო | |||||
---|---|---|---|---|---|
აბუ-დაბი إمارة أبو ظبي | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | აბუ-დაბი | ||||
კოორდინატები | 23°31′25″ ჩ. გ. 53°52′37″ ა. გ. / 23.52361° ჩ. გ. 53.87694° ა. გ. | ||||
მმართველი | ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი | ||||
ფართობი | 67 340 კმ² | ||||
მოსახლეობა | 2 908 173 (2016)[1] | ||||
სიმჭიდროვე | 23,00 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+4]] | ||||
სატელეფონო კოდი | 992918969900 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.abudhabi.com/ | ||||
![]() | |||||
აბუ-დაბი — (არაბ. إمارة أبو ظبي) — ყველაზე დიდი საამირო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
- დედაქალაქი — აბუ-დაბი, რომელიც, აგრეთვე, ქვეყნის დედაქალაქად ითვლება.
- ფართობი — 67 340 კმ², მოსახლეობა — 1 548 655 ადამიანი (2008 წელი).
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დუბაისა და შარჯას საამიროები, აღმოსავლეთით — ომანი, სამხრეთითა და სამხრეთ დასავლეთით — საუდის არაბეთი. ჩრდილოეთიდან აკრავს სპარსეთის ყურე, სადაც საამირო ბევრ კუნძულს ფლობს. ქალაქი ალ-აინი საამიროებში მეორეა მოსახლეობის რაოდენობით. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დაფიქსირებულია 2008 წლის ივნისში — +51,4 °С.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XVIII საუკუნეში აბუ-დაბის ტერიტორიაზე გაბატონდა იასის ტომთა კავშირის ერთ-ერთი კლანი — ალ-ბუ ფალა, რომელმაც ახალნდელი ქალაქის ადგილზე სასმელად ვარგისი წყალი აღმოაჩინა და 1795 წლიდან აქ დაკვიდრდა. XIX საუკუნეში აბუ-დაბის ტერიტორიული კონფლიქტები ჰქონდა მასკატთან, ომანთან და საუდებთან. 1892 წელს საამირო გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი. 1968 წელს სახელშეკრულებო ომანის სხვა ტერიტორიებთან ერთად შექმნა ფედერაციული სახელმწიფო — არაბთა გაერთიანებული საამიროები. ნავთობის მოპოვებამ აბუ-დაბი დუბაისთან ერთად ფედერაციის უმდიდრეს წევრად აქცია.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბუ-დაბის საამირო იყოფა სამ მუნიციპალურ რეგიონად:
- აბუ-დაბი (ცენტრალური, დედაქალაქის რეგიონი)
- ალ-აინი (აღმოსავლეთი რეგიონი)
- ალ-ჰარბია (დასავლეთი რეგიონი)
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბუ-დაბიში წარმოებს ქვეყნის მშპ-ს 70 %.