საამირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საამირო — მუსლიმანურ ქვეყნებში სახელმწიფო ან სამფლობელო, რომელსაც ამირა მეთაურობს. არაბთა სახალიფოში საამიროს გამგებელს ხალიფა ნიშნავდა ან ამტკიცებდა. შემდგომ საამიროს უწოდებდნენ, როგორც დამოუკიდებელ, ისე ვასალურ სახელმწიფოებს: ნაჯდი, შამარი, ასირი, ახლანდელი სახელმწიფო არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა. ამა თუ იმ სახელმწიფოსათვის საამიროს წოდება პირობითია და განისაზღვრება ტრადიციით. საქართველოში არსებობდა არაბთა მიერ შექმნილი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — თბილისის საამირო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]