ალ-აინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ალ-აინი
العين‎
დროშა

ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
კოორდინატები 24°12′27″ ჩ. გ. 55°44′41″ ა. გ. / 24.20750° ჩ. გ. 55.74472° ა. გ. / 24.20750; 55.74472
ფართობი 13100 კმ²
ცენტრის სიმაღლე 292 მეტრი
ოფიციალური ენა არაბული ენა
მოსახლეობა 374 000 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი https://www.dmt.gov.ae/aam
ალ-აინი — არაბთა გაერთიანებული საამიროები
ალ-აინი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1343
ინგლ.რუს.ფრ.

ალ-აინი (არაბ. العين‎) სიმწვანის გამო აგრეთვე ცნობილი როგორც ქალაქი-ბაღი — მეოთხე უდიდესი ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სიდიდით მეორე აბუ-დაბის საამიროში. 2009 წლის მონაცემემებით მისი მოსახლეობა 374 000 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს დედაქალაქ აბუ-დაბიდან 160 კმ-ით აღმოსავლეთით და დუბაიდან 120 კმ-ით სამხრეთით. ალ-აინში დაიბადა საიდ იბნ სულტან ალ-ნაჰაიანი — არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი პრეზიდენტი.

ალ-აინი გაშენებულია ომანთან საზღვრის სიახლოვეს, ბურაიმის ოაზისში. იგი ქვეყნის ერთადერთი მსხვილი ქალაქია, რომელიც ზღვის სანაპიროსგან მოშორებით მდებარეობს. აბუ-დაბის, ალ-აინისა და დუბაის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ქვეყნის ცენტრში ქმნიან გეოგრაფიულ სამკუთხედს; თითოეული ეს ქალაქი მეორეს დაახლოებით 130 კმ-იანი გზით უკავშირდება.

ქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტი.

ალ-აინის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ზოოპარკი, რომელიც უდიდესია მთელს ქვეყანაში, გასართობი პარკი „Hili Fun City“, ისტორიული მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები, მრავალი პარკი, ბაღი და რეკრეაციული ზონა, მათ შორის ჯებელ-ჰაფიტის მთა, რომელზეც 1 კმ სიმაღლეზე მიემართება დაკლაკნილი საავტომობილო გზა (სერპატინი). მთის ძირშიც გამოედინება მინერალური წყაროები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]