აბულფატ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბულფატ ალიევი
აზერ. Əbülfət Əliyev

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1926
დაბ. ადგილი შუშა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 27 დეკემბერი, 1990 (63 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი მუღამი
საქმიანობა ჰანენდე
აბულფატ ალიევი ვიკისაწყობში

აბულფატ ასად ოღლი ალიევი (აზერ. Əbülfət Əsəd oğlu Əliyev; დ. 30 დეკემბერი, 1926, შუშა — გ. 27 დეკემბერი, 1990, ბაქო) — აზერბაიჯანელი ჰანენდე, მომღერალი. აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი.

დაიბადა 1926 წლის 30 დეკემბერს ქალაქ შუშაში. 1945 წელს გახდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი.

1956 წლიდან აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1964 წელს აბულფატ ალიევი გახდა აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი.[1] მომღერალს გასტროლები ჰქონდა ირანში, სირიაში, გვინეაში, განაში, ლიბანში. ამასთანავე აბულფატ ალიევი ასრულებდა სხვადასხვა როლებს თეატრში. გარდაიცვალა 1990 წლის 27 დეკემბერს 64 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Əbülfət Əliyev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-16. ციტირების თარიღი: 2016-02-12.