აბრაამის ტბა
აბრაამის ტბა | |
---|---|
Abraham Lake | |
კოორდინატები: 52°13′25″ ჩ. გ. 116°25′38″ დ. გ. / 52.22361° ჩ. გ. 116.42722° დ. გ. | |
მდებარეობა | კანადა |
ტერიტორიული ერთეული | ალბერტა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1 340 მ |
სიგრძე | 32 კმ |
სიგანე | 3,3 კმ |
ფართობი | 53,7 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ჩრდილოეთ სასკაჩევანის მდინარე |
გამომდინარე მდინარე | ჩრდილოეთ სასკაჩევანის მდინარე |
აბრაამის ტბა (ინგლ. Abraham Lake) — ხელოვნური ტბა ალბერტაში, კანადაში. ალბერტას უდიდესი ხელოვნური წყალსაცავი. მდებარეობს კოტენეის დაბლობზე, კანადის კლდოვან მთებში.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრაამის ტბის ფართობია 53,7 კმ², სიგრძე კი 32 კმ[2]. მიუხედავად იმისა, რომ ტბა ხელოვნურია, მას გააჩნია კლდოვან მთებში მდებარე სხვა მყინვარული ტბების მსგავსი ლურჯი შეფერილობა, რაც „მყინვარული რძითაა“ გამოწვეული.[3] ტბის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს აბრაამის მთა და ელიოტ პიკი. მიჩენერის მთა მდებარეობს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ერნესტ როსის მთა კი ტბის სამხრეთ კიდეზე.
ფენომენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყინულის ქვეშ ჩაფლული მეთანი ტბის ზედაპირზე გაყინულ ბუშტებს წარმოქმნის. ფენომენი გამოწვეულია წყალმცენარეების გახრწნის შედეგად გამოყოფილი ჟანგბადისა და მეთანის ბუშტებით, რომლებიც ტბის გაყინვის დროს ზედაპირამდე ვეღარ აღწევენ და შთამბეჭდავ სანახაობას წარმოქმნიან. ამის გამო, ტბა საკმაოდ პოპულარულია ტურისტებსა და ფოტოგრაფებს შორის.[4][5] ტბის ყინულოვანი საფარი მთელი ზამთრის განმავლობაში იცვლება. აბრაამის ტბა, ჩვეულებრივ, დეკემბრის ბოლოს იყინება, ყინულის ბუშტების სანახავად საუკეთესო დრო კი იანვრის შუა რიცხვებიდან, თებერვლის შუა რიცხვებამდეა.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Abraham Lake. Raub's Internet for Business, LLC. ციტირების თარიღი: 11 March 2019
- ↑ Abraham Lake - Ice Bubbles and More... en (2020-10-30). ციტირების თარიღი: 2021-04-04
- ↑ Abraham Lake, Alberta, Canada Vacation Info. ციტირების თარიღი: 2021-04-04
- ↑ Frozen Bubbles Suspended Below Abraham Lake en-US (December 27, 2012). ციტირების თარიღი: 4 April 2021
- ↑ Abraham Lake. ციტირების თარიღი: April 4, 2021
- ↑ Finding the Abraham Lake Ice Bubbles in Alberta: Everything You Need to Know (February 2021). ციტირების თარიღი: 27 January 2023