მიჩენერის მთა
იერსახე
მიჩენერის მთა | |
---|---|
Mount Michener | |
მიჩენერის მთის ჩრდილოეთ კალთა | |
კოორდინატები: 52°12′24″ ჩ. გ. 116°23′26″ დ. გ. / 52.20667° ჩ. გ. 116.39056° დ. გ. | |
ქვეყანა | კანადა |
ტერიტორიული ერთეული | ალბერტა |
სიმაღლე | 2 545[1][2] მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 564[3] მ |
ქედი | რამის ქედი |
მიჩენერის მთა (ინგლ. Mount Michener) — 2 545 მეტრის სიმაღლის მთა ალბერტაში, კანადაში. მდებარეობს კანადის კლდოვანი მთების აღმოსავლეთ საზღვარზე, აბრაამის ტბის ჩრდილოეთით. იგი რამის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს წარმოქმნის.[1]
1982 წელს, მთას სახელი დანიელ რომან მიჩენერის საპატივსაცემოდ ეწოდა. მიჩენერი, 1967-1974 წლებში, კანადის გენერალ-გუბერნატორი იყო. მანამდე კი, მიჩენერის მთას „თვალის გამხელ მთას“ეძახდნენ.[4]
კლდოვანი მთის ფორმირება გვიან ცარცულ პერიოდში დაიწყო და დასრულდა ადრეულ მესამეულ პერიოდში. მთაში, დიდი ალბათობით, კირქვის გამოქვაბულთა სისტემაა, მაგრამ მათი არსებობა ჯერ კიდევ გამოუკვლევი და დაუდასტურებულია.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 "Mount Michener" cdnrockiesdatabases.ca
- ↑ "Topographic map of Mount Michener" opentopomap.org.
- ↑ 3.0 3.1 "Mount Michener" Bivouac.com. Retrieved 2010-02-24.
- ↑ Ross, Jane; Kyba, Daniel (1995) The David Thompson Highway: A Hiking Guide. Rocky Mountain Books. ISBN 0-921102-38-0.