აბიანდა-ჩაამა
აბიანდა-ჩაამა[1][2] — განედური ანტიკლინური ქედი მდინარეებს გუმისთასა და კელასურს შორის. მდინარე ბესლეთის სათავეებისა და გუმისთის მარცხენა შენაკად მთისუბნისწყლის წყალგამყოფი. სიგრძე 11-12 კმ, საშუალო სიმაღლე 1100 მ (მთები: აბიანდა - 921 მ, ჩაამა - 1260 მ). აგებულია ცარცული და მესამეული კირქვებით. ქედისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები. დაფარულია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყით. ქედზე გადის ტურისტული მარშრუტი: სოხუმი - სოფ. შრომა და მთები:აბიანდა-ჩუზკუზბა-ძიხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 28.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 29.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.