ჩუმკუზბა
იერსახე
ჩუმკუზბა | |
---|---|
კოორდინატები: 43°08′59″ ჩ. გ. 41°06′57″ ა. გ. / 43.14972° ჩ. გ. 41.11583° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2081 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და კირქვა |
ჩუმკუზბა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების გუმისთისა და კელასურის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2081 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და კირქვებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არჩვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 170.