ჟუნჟრუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუნჟრუკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Caryophyllales
ოჯახი:  მიხაკისებრნი
გვარი:  ჟუნჟრუკი
ლათინური სახელი
Stellaria

ჟუნჟრუკი (ლათ. Stellaria) — მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთ- ან ორწლოვანი ბალახებია. ხაზურ-ლანცეტა ან კვერცხისებური ფოთლები და თეთრი ყვავილები აქვთ.

120-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში იზრდება 9 სახეობა. მათგან ტყის ჟუნჟრუკი (ლათ. Stellaria holostea) და ლათ. Stellaria media მთელ საქართველოში გვხვდება. პირველი იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლის ბუჩქნარებსა და მდელოებზე; მეორე მინდვრისა და ბოსტნის სარეველაა, გვხვდება ღორღიან ფერდობებზეც, ტყის პირებზე, დანაგვიანებულ ადგილებში. ლათ. Stellaria graminea მხოლოდ აფხაზეთსა და აჭარაში იზრდება, შხამიანია ცხენისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]