ჟუნჟრუკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჟუნჟრუკი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Stellaria | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ჟუნჟრუკი (Stellaria), მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთ- ან ორწლოვანი ბალახებია. ხაზურ-ლანცეტა ან კვერცხისებური ფოთლები და თეთრი ყვავილები აქვთ. 120-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში იზრდება 9 სახეობა. მათგან ტყის ჟუნჟრუკი (Stellaria holostea) და Stellaria media მთელ საქართველოში გვხვდება. პირველი იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლის ბუჩქნარებსა და მდელოებზე; მეორე მინდვრისა და ბოსტნის სარეველაა, გვხვდება ღორღიან ფერდობებზეც, ტყის პირებზე, დანაგვიანებულ ადგილებში. Stellaria graminea მხოლოდ აფხაზეთსა და აჭარაში იზრდება, შხამიანია ცხენისათვის.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 8, გვ. 259, თბ., 1984