ლეპტოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Acer-ის ლეპტოპი

ლეპტოპი (იგივე ნოუთბუქი) — პორტატული პერსონალური კომპიუტერი, რომლის კორპუსში არის ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერის კომპონენტები გაერთიანებული (უფროსწორეთ მას არ სჭირდება ცალკე მოწყობილობები როგორიცაა კლავიატურა, მონიტორი და სხვა). ის არის მსუბუქი და მოსახერხებელი, ნოუთბუქებს აქვთ ბატარეა რომლებიც დენის წყაროს გარეშე ძლებენ 1 საათიდან 15 საათამდე (გააჩნია ბატარეის სიმძლავრეს).

პირველი ნოუთბუქი 1979 წელს შეიქმნა NASA-ს შეკვეთით.

ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ლეპტოპის განსხვავებული ტიპები, ესენია:

  • ულტრაპორტატული (არის მაქსიმალურად მობილური, იდეალურია გზაში მოხმარებისას),
  • ნეტბუქები (შემცირებული ლეპტოპი, უფრო პორტატული),
  • ბიუჯეტური ნოუთბუქი (მაქსიმალურად იაფფასიანი ნოუთბუქი, თუმცა შეზღუდულ-შესაძლებლობიანი და სუსტი),
  • საშუალო კლასის ნოუთბუქი (უბრალო ლეპტოპის ტიპი),
  • ბიზნეს ნოუთბუქი (იგივე რაც საშუალო კლასის ლეპტოპი, თუმცა უფრო ადაპტირებული საქმიანი ხალხისთვის)
  • მულტიმედიური ნოუთბუქი (საშუალო დონის ვიდეოადაპტერიანი და პროცესორიანი ლეპტოპები, გამოიყენება მრავალი მიზნისათვის),
  • გეიმერული, სათამაშო ნოუთბუქი (ლეპტოპები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებით განვითარებული ვიდეოადაპტერი, რაც ქმნის მაქსიმალურ კომფორტს ყველაზე ძლიერ წარმად კომპიუტერული თამაშებშიც კი),
  • დაცული ნოუთბუქი (ლეპტოპები, რომლებიც გამოიყენება ექსტრემალურ მდგომარეობებში, მას აქვს გამძლეობა ვიბრაციის, დარტყმების და სხვა დაზიანებების მიმართ, ასევე მას გამოიყენებენ ჯარში.)

და სხვა.