Windows XP
| Windows ოჯახის ნაწილი | |
| Windows XP-ის ინტერფეისი | |
| მწარმოებელი | |
| მაიკროსოფტი | |
| ვებგვერდი | Windows XP: ოფიციალური ვებ-გვერდი |
| გამოცემები | |
| გამოსვლის თარიღი | RTM ვერსია: 24 აგვისტო, 2001 ფართო გაყიდვა: 25 ოქტომბერი, 2001 (ინფო) |
| მიმდინარე ვერსია | 5.1.2600.5512 სერვისების პაკეტი 3 (x86 SP3) (აპრილი 21, 2008) (ინფო) |
| ლიცენზია | მაიკროსოფტი-EULA |
| ბირთვის ტიპი | ჰიბრიდი |
| მხარდაჭერის სტატუსი | |
| მხარდაჭერა გრძელდება 2014 წლის 8 აპრილამდე. უფასოდ გავრცელდება მხოლოდ უსაფრთხოების განახლებები. ფასიანი მხარდაჭერა ასევე ხელმისაწვდომია. სერვისების პაკეტი 2 სარგებლობს მხარდაჭერით 2010 წლის 13 ივლისს. |
|
| აგრეთვე იხილეთ | |
Windows XP — Microsoft-ის ოპერაციული სისტემა რომელიც შედის Windows NT-ის ოჯახში. იგი გამოუშვეს 2001 წლის 25 ოქტომბერს. სახელწოდება XP წამოვიდა ინგლისური სიტყვიდან experience (გამოცდილება). სისტემის გამოცემიდან მოყოლებული, 2006 წლის იანვრის მონაცემებით მთელ მსოფლიოში უკვე გამოიყენებოდა მისი 400 მილიონი ასლი. სისტემის წარმატებამ გამოიწვია მაიკროსოფტის შემდეგი ოპერაციული სისტემით, Windows Vista დაინტერესება (რომელიც 2007 წლის 30 იანვარს გამოვიდა).
არსებობს Windows XP-ს რამდენიმე გამოცემა. ყველაზე ცნობილია Windows XP Home Edition (სახლისათვის) და Windows XP Professional (დამატებითი ფუნქციებით, რომელთა შორის არის სერვერების დომენებისა და ორი ფიზიკური პროცესორის მხარდაჭერა). ასევე პოპულარობით სარგებლობდა Windows XP Media Center Edition, რომელიც გათვლილი იყო ისეთ კომპიუტერებზე, რომელთა მფლობელები ტექნიკას მხოლოდ ტელეეთერის სანახავად და მუსიკის მოსასმენად იყენებდნენ. ხოლო Windows XP Tablet PC Edition შეიქმნა პლანშეტის ტიპის კომპიუტერების მფლობელთათვის.
Windows XP ორი ტიპის - 64 და 32 ბიტიანი - პროცესორისათვის იქნა გამოცემული.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||||||||||