OS X

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
OS X
OSXLeopard.svg
Mac OS, Unix ოჯახის ნაწილი
Mac OSX Lion screen.png
მაკ ოს X Lion-ის ინტერფეისი
მწარმოებელი
Apple Inc.
საიტი http://www.apple.com/macosx/
გამოცემები
გამოსვლის თარიღი 24 მარტი 2001 [საჭიროებს წყაროს მითითებას]
მიმდინარე ვერსია 10.7.3 (11D50) (იანვარი 24, 2012 (2012-01-24)) [საჭიროებს წყაროს მითითებას]
ლიცენზია Proprietary EULA

საოპერაციო სისტემა X (OS X), ასევე ყოფილი სახელწოდება მაკინტოშის საოპერაციო სისტემა X (Mac OS X)- კომპანია ეპლის დამუშავებული საოპერაციო სისტემის მე-10 ვერსიაა, რომელიც ეპლ მაკინტოშის სამომხმარებლო და პროფესიულ კომპიუტერებს ახლავს თან. ეს სისტემა მაკინტოშის წინა ვერსიებისგან რადიკალურად განსხვავდება და ეს ფაქტი ხაზგასმულია მის სახელში ვერსია 10-ის ნაცვლად X-ის ჩანაცვლებით. ეპლ კომპიუტერი საოპერაციო სისტემას ცალკეც ჰყიდის, როგორც პროგრამულ პაკეტს ეპლის პერსონალური კომპიუტერებისთვის.

მაკ ოს X სერვერი არქიტექტურულად მისი დესკტოპ თანამოძმის იდენტურია და განკუთვნილია ეპლის მიერ გამოშვებული მაკინტოშის სერვერებისთვის. მასში შედის სამუშაო ჯგუფთა მართვისა და ადმინისტრაციის პროგრამული ხელსაწყოები, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ქსელურ მომსახურებასთან (მაგ. საფოსტო სერვერი, სამბა სერვერი, დირექტორიული სერვერი და დომენის სახელთა სერვერი) გაადვილებულ კომუნიკაციას.

ისტორია[რედაქტირება]

მაკ ოს X ვ.10.4 (ვეფხვი), კოლოფი

მიუხედავად იმისა, რომ მაკ ოს-ის ეს ვერსია “მეათედ” არის მონათლული, მისი ისტორია მაკინტოშის ადრეულ საოპერაციო სისტემათაგან თითქმის სრულიად დამოუკიდებლად განვითარდა. ის ეფუძნება კარნეგი-მელონისა (მახ-კერნელი) და ბერკლის უნივერსიტეტების (ბსდ) მიერ იუნიქსის ბაზაზე დამუშავებულ ოპერაციათა სისტემებს, რომელიც სტივ ჯობსის კომპანია ნექსტის (NeXT) მიერ დამუშავებულ მრავალფუნქციონალურ სისტემაში "ნექსტსტეპ" (NEXTSTEP) იყო გაერთიანებული. პარალელურად, ეპლიც ცდილობდა საკუთარი “მომავალი თაობის” საოპერაციო სისტემის დამუშავებას, თუმცა წარუმატებლად. საბოლოოდ, ნექსტის ოს (რომელსაც უკვე OPENSTEP ერქვა) შეირჩა ეპლის მომდევნო ოს-ის ბაზად და კომპანიამ მასზე სრული უფლება შეისყიდა. გარიგების თანახმად ჯობსი ეპლში დაბრუნდა და მალევე კომპანიის ლიდერიც გახდა. მისი მეთაურობით განხორციელდა პროგრამისტებისთვის ღია ოპენსტეპის ეპლის ძირითადი ბაზრისთვის (საშინაო მომხმარებელთა და შემოქმედებით პროფესიონალთათვის) მისაღებ სისტემად გარდაქმნა - პროექტი, რომელიც ცნობილია სახელით - რაფსოდი. რამდენიმე მცირე იმედგაცრუების შემდეგ საბოლოოდ რაფსოდი "მაკ ოს X"-ად გარდაიქმნა.

სახელწოდება[რედაქტირება]

ნიშანი X რომაული რიხცვი “ათი”-სა და იქსის (ტრადიციულად უნიქსის ბაზაზე დამუშავებული საოპერაციო სისტემების აღმნიშვნელი) კომბინაციაა, და გამოითქმის როგორც “ათი”. ის ნაწილობრივ მაკინტოშის წინა საოპერაციო სისტემების მაკ ოს 8 და მაკ ოს 9 დანომვრის გაგრძლების აღმნიშვნელია და ასევე ეპლის ტენდენციისისამებრ სპეციფიური ვერსიების მინიშნებისას ორაზროვნებას გამორიცხავს (მაგ. მაკ ოს X ვ.10.4).

მაკ ოს X-ის ვერსიები კატისებრთა ოჯახის დიდ წარმომადგენელთა სახელებს ატარებს. გამოშვებამდე ვ.10.0-ს არაოფიციალურად კოდური სახელი “Cheetah” დაერქვა, ვ.10.1-ს კი, ასევე არაოფიციალურად - “პუმა”. ვ.10.2 “იაგუარი”-თან დაკავშირებული დიდი მითქმა-მოთქმის საპასუხოდ ეპლი პროდუქტის მარკეტინგში ღიად იწყებს კოდური სახელების გამოყენებას საოპერაციო სისტემის პოპულარიზებისთვის. ვ.10.3-ს “პანტერა” დაერქვა, ვ.10.4-ს “ვეფხვი”, ხოლო მომდევნო საოპერაციო სისტემა, როგორც აცხადებენ, “ლეოპარდი” უნდა გახდეს.

განხილვა[რედაქტირება]

მაკ ოს X რადიკალური გადახვევაა მაკინტოშის წინა საოპერაციო სისტემებისგან, რადგან მისი ძირეული კოდთა ბაზა სრულიად განსხვავდება ადრინდელი ვერსიებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ცვლილებები ზედაპირს ქვეშაა, აქუა გრაფიკული ინტერფეისი ყველაზე თვალშისაცემი სიახლეა. შერბილებული კუთხეები, ტრანსლუსენტური ფერები, ვიწროხაზოვანი გრაფიკა ფანჯრებსა და დესკტოპ კონტროლს უფრო მრავალფეროვანს ხდის ოს 9-ის “პლატინის” გარეგნობასთან შედარებით. თავდაპირველად ამგვარმა გარდაქმნად მომხმარებელთა შორის დიდი აზრთა წინააღმდეგობა გამოიწვია - ძველ სისტემას მიჩვეული მომხმარებლები მას სათამაშოს ამსგავსებდნენ და არაპროფესიონალურად მიიჩნევდნენ, თუმცა უმრავლესობის მიერ ახალი ინტერფეისი მყისვე ეპლის რევოლუციურ ინოვაციად მოინათლა. დეველოპერებმა სწრაფად აიტაცეს ეს სიახლე და ოს X-ის ბაზაზე საკუთარი პროგრამებისთვისაც დაიწყეს აქუას ინტერფეისის მსგავსი მოდიფიცირებული სკინების გამოშვება.

მაკ ოს X-ის ფუძეა იუნიქსის მსგავსი საოპერაციო სისტემა ღია პროგრამული კოდით (open source), რომელიც დაშენებულია XNU ბირთვზე (kernel) სტანდარტული იუნიქსის საკომანდო ხაზის (command line) ინტერფეისით. ეპლი ამ ბირთვს, სახელწოდებით დარვინი, თვით საოპერაციო სისტემის გამოშვებამდე ხდის მისაწვდომს გარე დეველოპერებისთვის. სისტემის ფუძეზე ეპლი ამუშავებს რამდენიმე ლიცენზირებულ კომპონენტს დახურული კოდით - აქუა მომხმარებლის ინტერფეისი და ფაინდერი (ფაილთა მართვის სისტემა). ამგვარმა კომბინაციამ მაკ ოს X ყველაზე წარმატებული (და გაყიდვადი) იუნიქსის მსგავსი სამუშაო ინტერფეისი გახადა (გაყიდულ სისტემათა რაოდენობის მიხედვით).

მაკ ოს X-ის ვერსიები - პუმა, იაგუარი, პანთერა, ვეფხვი და ლეოპარდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OS_X&oldid=2665078“-დან