კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი (Carnegie Mellon University) კერძო კვლევითი უნივერსიტეტია პიტსბურგში, პენსილვანია. ჩამოყალიბდა 1967 წელს კარნეგის ტექნოლოგიის ინსტიტუტისა და მელონის ინდუსტრიული კვლევის ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად.

კარნეგი-მელონი აშშ-ში უძველესი დრამატული სკოლის ადგილიცაა (1914). კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერინგი და დრამატურგიის პროგრამები უნივერსიტეტის საუკეთესო სფეროებად ითვლება. სხვა ძლიერ განყოფილებათა შორისაა - საინფორმაციო სისტემები, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებანი, ხელოვნება, არქიტექტურა და მუსიკა. კარნეგი-მელონი განთქმულია მისი უნიკალური ინტერდისციპლინარული გარემოთი და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით. კარნეგი-მელონს უკავშირდება 13 ნობელის პრემიის ლაურეატის, 9 რუტინგის ჯილდოს, 7 ემის, 3 ოსკარისა და 4 ტონის მფლობელთა სახელები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]