C (პროგრამირების ენა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პარადიგმა | ბრძანებითი (პროცედურული), სტრუქტურული |
|---|---|
| გამოქვეყნების თარიღი | 1972 |
| პროექტის დაარსება | დენის რიტჩი |
| შემქმნელი | დენის რიტჩი & Bell Labs |
| ტიპების განსაზღვრა | სტატიკური, სუსტი |
| მთავარი კომპილატორები | GCC, MSVC, Borland C, Watcom C |
| დიალექტები | Cyclone, Unified Parallel C, Split-C, Cilk, C* |
| ენების გავლენით | B (BCPL,CPL), ALGOL 68, ასემბლერი, PL/I, FORTRAN |
| ენებზე ზეგავლენა | AWK, csh, C++, C#, Objective-C, BitC, D, Java, JavaScript, Limbo, Perl, PHP |
პროგრამირების ენა C შეიქმნა 1972 წელს დენის რიტჩის მიერ, როდესაც ის კენ ტომსონთან ერთად მუშაობდა Unix ოპერაციული სისტემის დიზაინზე. ძირითადი მიზანი ამ ენის დაწერისას იყო, რომ C ყოფილიყო მოსახერხებელი პროგრამირებისთვის.
დღესდღეობის არსებობს ენის სამი სტანდარტი:
- არაოფიციალური, რომელიც ემყარებოდა დენის რიტჩის წიგნს The C Programming Language. ეს "სტანდარტი" მანამ იყო ძალაში, სანამ გამოვიდოდა
- ANSI/ISO-ს C პროგრამირების ენის სტანდარტი, რომელიც 1989 წელს გამოვიდა. ეს სტანდარტი განსაზღვრავდა როგორც თავად C ენის სტრუქტურას, აგრეთვე მის სტანდარტულ ბიბლიოთეკას. ამ სტანდარტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ANSI C.
- C99 სტანდარტი, რომელიც წარმოადგენდა ANSI სტანდარტის გაფართოებას. ძირითადი სიახლეებია 64-ბიტიანი პროცესორების და მრავალენოვანი სიმბოლოების მხარდაჭერა.
|
||||||||||||||
სტატიის