კენაფი (ლათ.Hibiscus cannabinus) — ერთწლოვანი ლაფანბოჭკოვანი მცენარებალბისებრთაოჯახისა. კენაფი ველურად გვხვდება სამხრეთ აფრიკაში და ცენტრალურ ინდოეთში. ტენისა და სითბოს მოყვარულია,[1] მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ. თვითდამტვერვა ახასიათებს. სართავი კულტურაა. აქვს 0,3–0,5 მეტრის (ზოგჯერ 2 მეტრამდე) სიგრძის მთავარღერძიანი ფესვი, სწორი, ეკლიანი და 5 მეტრამდე სიმაღლის ღერო. ფოთლები გრძელყუნწიანია, ღეროს ქვედა ნაწილში — გულისებრი, შუაში — თათისებრ დაყოფილი, ზედაში — ლანცეტა. ყვავილები იღლიური, კრემისფერი, ძირში შინდისფერი ლაქით. ნაყოფი ხუდბუდიანი, უხეში ბეწვით დაფარული კოლოფია.[2]