კენაფი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კენაფი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Hibiscus cannabinus | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
კენაფი (Hibiscus cannabinus), ერთწლოვანი ლაფანბოჭკოვანი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა. კენაფი ველურად გვხვდება სამხრეთ აფრიკაში და ცენტრალურ ინდოეთში. ტენისა და სითბოს მოყვარულია. კენაფის მშრალი ღერო შეიცავს საშუალოდ 16-20% ბოჭკოს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ჰიგროსკოპულობითა და სიმკვრივით. მისგან ამზადებენ ჯვალოს, ბრეზენტს, კანაფს და სხვა. თესლში 20%-მდე ტექნიკური ზეთია. კპტონს იყენებენ სასუქად და ცხოველთა საკვებად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 5, გვ. 466, თბ., 1980
სტატიის