ჰიმალაიური კედარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჰიმალაიური კედარი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Cedrus deodara | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
|
|
ჰიმალაიური კედარი (Cedrus deodara) — 50 მეტრი სიმაღლის კენწეროგადახრილი მცენარეა. სამშობლო: ჰიმალაის მთები (1050–3600მ–ზე). საბჭოთა კავშირში პირველად შემოიტანეს 1842 წელს, ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში. გავრცელებულია ყირიმში, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და სხვ.
ჰიმალაიური კედარი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ინტენსიური ზრდით ხასიათდება. ასევე აღსანიშნავია, რომ არაიშვიათად გვხვდება ყველგან მისი წვერხმელი ეგზემპლარები. ჰიმალაიური კედარი დეკორატიულია, ძირითადად გამოიყენება ქალაქებისა და დასახლებული სოფლების გასამწვენებლად, პარკებში — სოლიტერად, ჯგუფური ნარგავების მოსაწყობად და ხეივნების გასაშენებლად. იტანს კრეჭას.
სტატიის