ფიჭვისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიჭვისებრნი
ფიჭვი, ლარიქსი და სოჭი გვერდიგვერდ
ფიჭვი, ლარიქსი და სოჭი გვერდიგვერდ
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  შიშველთესლოვნები
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
ლათინური სახელი
Pinaceae

ფიჭვისებრნი (ლათ. Pinaceae) — წიწვოვან შიშველთესლოვან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე, იშვიათად ფოთოლმცვივანი (ლარიქსი) ხეებია, ზოგჯერ — ბუჩქები. ნემსისებრი, ბრტყელი ან წახნაგოვანი წიწვები თითო-თითოდ სხედან გრძელ ყლორტებზე ამ კონებად — შემოკლებულ ყლორტებზე.

გირჩა გახევებულია, მისი სიგრძე 1,5-50 სმ, მწიფდება პირველსავე წელს (ლარიქსი) ან უფრო ხშირად მე-2 — მე-3 წელს, იხსნება ან მთლიანად ცვივა ხიდან. სათესლე ქერქლი მსხვილდება, განცალკევებულია და სპირალურადაა განლაგებული მფარავი ქერქლის უბეში. თესლი უფრო ხშირად ფრთიანია.

ფიჭვისებრნი ქარითმტვერია, ერთსახლიანი მცენარეებია. აერთიანებენ 10-12 გვარის 250-მდე სახეობას. გავრცელებულია უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ამ ოჯახის მხოლოდ 3 გვარის 6 სახეობა გვხვდება: განსაკუთრებით სოჭი, ნაძვი, ფიჭვი და ლარიქსი. ფიჭვისებრნი ძვირფას მერქანს იძლევიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]