ჰენრი რაიდერ ჰაგარდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი რაიდერ ჰაგარდი
დაბ. თარიღი 22 ივნისი, 1856
დაბ. ადგილი ბრადენჰემი, ინგლისი
გარდ. თარიღი 14 მაისი, 1925
გარდ. ადგილი ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ინგლისელი
პერიოდი XIX-XX საუკუნეები
ჟანრი სათავგადასავლო, ფანტასტიკა, ისტორიული
Magnum opus სოლომონ მეფის საგანძური, მონტესუმას ასული

ხელმოწერა

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი (ინგლ. Henry Rider Haggard; დ. 22 ივნისი, 1856 — გ. 14 მაისი, 1925) — ინგლისელი მწერალი, სათავგადასავლო რომანების ავტორი. „დაკარგული სამყაროს“ ქვეჟანრის შემქმნელი[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი დაიბადა ნორფოლკის საგრაფოს სოფელ ბრადენჰემში, ინგლისში. ოჯახში იგი ათიდან მერვე შვილი იყო. მისი მშობლები იყვნენ სერ უილიამ მეიბომ რაიდერ ჰაგარდი და ელა დოვეტონი. მამა ადვოკატი იყო, ხოლო დედა — მწერალი და პოეტი[2].

როდესაც წამოიზარდა, ჰენრი ჰაგარდი სასწავლებლად გაგზავნეს ოქსფორშირში, სოფელ გარსინგტონში ჰ. ჯ. გრეჰემთან. თავისი უფროსი ძმებისგან განსხვავებით, რომლებმაც საჯარო სკოლები დაამთავრეს, ჰენრიმ იფსვიჩის გრამატიკულ სკოლაში დაიწყო სწავლა[3]. სწორედ ამიტომ[4], მამამისი მის განათლებაზე უფრო მეტ თანხას ხარჯავდა, ვიდრე ოჯახის სხვა წევრებზე.

მას შემდეგ, რაც ჰენრი ჰაგარდი სამხედრო სასწავლებელში ვერ მოხვდა, ლონდონში გაგზავნეს ბრიტანეთის „ფორინ-ოფისში“ ჩასაბარებლად[3].

სამხრეთ აფრიკა, 1875-1882[რედაქტირება]

1875 წელს მამამ ჰენრი რაიდერ ჰაგარდი დღევანდელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნა[5], სადაც მწერალმა ნატალის პროვინციის გუბერნატორის, ჰენრი ბულვერის მდივნად დაიწყო მუშაობა.

1878 წელს სამუშაოდ გადავიდა ტრანსვაალის პროვინციაში. შემდეგ დაბრუნდა ინგლისში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა.

სამწერლო კარიერა[რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება]

  • კეჩვაიო და მისი თეთრი მეზობლები (1882)
  • განთიადი (1884)
  • ჯადოქრის თავი (1884)
  • სოლომონ მეფის საგანძური (1885)
  • მონადირე ქუოტერმენის ისტორია (1885)
  • დიდი სხვაობა (1886)
  • ის(1887)
  • ჯესი (1887)
  • ალან ქუოტერმენი (1887)
  • სამი ლომის ისტორია (1887)
  • მისტერ მესონის შურისძიება (1888)
  • მაივას შურისძიება (1888)
  • ჩემი ჭაბუკი და კოუპლანდის მარცხი (1888)
  • პოლკოვნიკი ქუარიჩი (1888)
  • კლეოპატრა (1889)
  • ალანის ცოლი (1889)
  • ბიატრისა (1890)
  • მსოფლიოს სურვილი (1890)
  • ერიკ ბრიგტრეისი (1891)
  • მონტესუმას ასული (1893)
  • დანისლული ხალხი (1894)
  • ჯონ ჰეისტი (1895)
  • მსოფლიოს გული (1895)
  • ეკლესია და შტატი (1895)
  • ჯადოქარი (1896)
  • ექიმი ტერნი (1898)
  • მერცხალი (1898)
  • ფერმერის წელი (1899)
  • ბურების უკანასკნელი ომი (1899)
  • ლომის გაზაფხული (1899)
  • ელიზა; ზიმბაბვეს ბედისწერა (1899)
  • შავი გული და თეთრი გული (1900)
  • ახალი სამხრეთ აფრიკა (1900)
  • ზამთრის პილიგრიმობა (1901)
  • სოფლური ინგლისი (1902)
  • ქალწული მარგალიტი (1903)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Rider Haggard Dies in London Hospital. Author of 'She,' 'King Solomon's Mines' and Many Other Novels Was Nearly 69. He Was Knighted in 1912. An Authority on Agriculture and Sociology. Served on Government Missions“, 15 მაისი, 1925. 
  2. Lost Races, Forgotten Cities. Violetbooks.com (1925-05-14).
  3. 3.0 3.1 Haggard, H. Rider (1989). "Introduction and Chronology; by Dennis Butts. In:", King Solomon's Mines. Oxford University Press, გვ. vii–xxviii. 
  4. Haggard, H. Rider (2002). "H. Rider Haggard". King Solomon's Mines. Modern Library Paperback Edition. v.
  5. Haggard, H. Rider (2002). "H. Rider Haggard". King Solomon's Mines. Modern Library Paperback Edition. vi.