ჰარი პოტერი (პერსონაჟი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰარი პოტერი
ჰარი პოტერის სამყაროს პერსონაჟი
HarryPotter5poster.jpg
სქესი მამრობითი
თმის ფერი შავი
თვალების ფერი მწვანე
ფაკულტეტი გრიფინდორი
სისხლის სიწმინდე ნახევარსისხლიანი
მხარე ფენიქსის ორდექნი, დამბლდორის არმია
პატრონუსი ირემი
ჯადოსნური ჯოხი 11 დიუმი, ფენიქსის ბუმბულის გული
პირველი გამოჩენა ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
მსახიობი დენიელ რედკლიფი

ჰარი ჯეიმზ პოტერი„ჰარი პოტერის“ სამყაროს მთავარი პერსონაჟი.

ჯოან როულინგის რომანების სერიის ჰარი პოტერი მოქმედება მიმდინარეობს როგორც რეალურ, ასევე გამოგონილ სამყაროში. თავის მეთერთმეტე დაბადების დღეზე ჰარი შეიტყობს, რომ იგი ჯადოქარია. ის ხდება ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლის მოსწავლე და აღმოაჩენს, რომ უკვე ცნობილია ჯადოქრებს შორის, ვინაიდან გადაურჩა სასიკვდილო წყევლას, რომლითაც ვოლდემორმა მისი მშობლები მოკლა. ჰოგვორტსში მისვლამდე იგი გაიცნობს ჰერმიონსა და რონს, რომლებიც მისი საუკეთესო მეგობრები ხდებიან.

როულინგის თქმით, ჰარი პოტერის შესახებ წიგნებისა და პერსონაჟის იდეა მას დაებადა მანჩესტერიდან ლონდონში 1990 წელს მგზავრობამდე, როდესაც იგი ბაქანზე დაგვიანებულ მატარებელს ელოდებოდა. როულინგმა რომანში ავტობიოგრაფიული ელემენტებიც შეიტანა. მისი დაბადების დღე, 31 ივლისი ემთხვევა ჰარის დაბადების დღეს, ხოლო დედის გარდაცვალების თარიღი, 1990 წლის 30 დეკემბერი - ჰარის მშობლების დაღუპვის თარიღს.

როულინგი თვლის, რომ ჰარი ბავშვებისათვის არის სამაგალითო პიროვნება. "გამოგონილი გმირის უპირატესობა იმაშია, რომ შენ მათ უფრო კარგად იცნობ, ვიდრე რეალურ პიროვნებებს, რომელთა უმეტესობა ალბათ რეალურ ცხოვრებაში არც გინახავს. თუკი ხალხს მოსწონს ჰარი და საკუთარ თავს მასთან აიგივებს, მე მოხარული ვარ, ჩემი აზრით, იგი ნამდვილად მოსაწონია".[1]

სქოლიო[რედაქტირება]