ფენიქსის ორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფენიქსის ორდენი
Orderphoenixmembers.jpg
შტაბ-ბინა გრიმოს მოედანი, უისლების სახლი
ლიდერ(ებ)ი ალბუს დამბლდორი
მიზანი ლორდ ვოლდემორთან ბრძოლა
მტრები ლორდი ვოლდემორი, სიკვდილის მხვრელები, მაგიის სამინისტრო (მცირე პერიოდში)
პირველი გამოჩენა ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

ფენიქსის ორდენი — ორგანიზაცია ჯოან როულინგის მიერ შექმნილი ჰარი პოტერის რომანების სერიიდან. მისი დამაარსებელი იყო ალბუს დამბლდორი. ორგანიზაციის მიზანი იყო ლორდ ვოლდემორთან ბრძოლა. ორგანიზაცია პირველად ნახსენებია სერიის რომანში ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი.

სირიუს ბლეკი[რედაქტირება]

სირიუს ბლეკი იყო ჰარი პოტერის ნათლია და მისი მშობლების მეგობარი.

სირიუსის ამბავი თავდაპირველად ბნელით მოცულია. როგორც ცნობილია, წიგნში მოთხრობილ მოვლენებამდე 13 წლით ადრე მოკლეს ჰარის მშობლები, ლილი და ჯეიმზ პოტერები. მათმა მკვლელმა, ლორდმა ვოლდემორმა არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი, თუმცა მისთვის იოლი აღმოჩნდა ამ ინფორმაციის მოპოვება ჯეიმზის მეგობრისგან, პიტერ პეტიგრიუსგან, რომელიც სუსტი ნებისყოფის იყო და ვერ შეძლო, გამკლავებოდა ვოლდემორის ზეწოლას. მათი დასმენის შემდეგ პეტიგრიუმ სიკვდილი გაითამაშა და ამის შემდეგ მისი სახელი ყველამ იცოდა როგორც გმირის, რომელმაც სცადა მეგობრების გადარჩენა. ხოლო ის დანაშაული, რომელიც მან თავისი მეგობრების წინაშე ჩაიდინა, გადააბრალეს სირიუს ბლეკს, ჯეიმზ პოტერის საუკეთესო მეგობარს - რადგან ის მკვლელობის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა.. ამას გარდა, იმ დღეს იმავე სოფელში ასევე 11 კაცი მოკვდა, რაშიც ასევე დაადანაშაულეს სირიუს ბლეკი და ამ ყველაფრის გამო ჩასვეს ჯადოქრების ციხე აზკაბანში.

აზკაბანი გამოირჩეოდა იმით, რომ იქიდან გაქცევა სრულიად შეუძლებელი იყო, ხალხი გიჟდებოდა იქ ყოფნის გამო. სირიუს ბლეკი იყო პირველი აზკაბანის არსებობის ისტორიაში, ვინც შეძლო იქიდან თავის დაღწევა. ეს მან თავისი მაგიური თვისებით, ანიმაგუსობით მოახერხა. ამ უნარის წყალობით მან შეძლო გადაქცეულიყო გრიმად და ისე გასულიყო ციხიდან. რომ მისი ზედამხედველები, დემენტორები ვერაფერს მიხვდნენ. აღსანიშნავია, რომ სირიუს ბლეკი ჰარი პოტერის ნათლიაც იყო. როდესაც ჰარი ამის შესახებ შეიტყობს, იგი ჰოგვორტსის სკოლის გრიფინდორის ფაკულტეტის მესამე კურსზეა და წარმოდგენაც არ აქვს ბლეკის არსებობის შესახებ, თუმცა მისი გაქცევის შემდეგ ის თავისთავად იგებს ”სიმართლეს”. როდესაც ჰარი მას ხვდება, იგი ცდილობს სირიუსის მოკვლას, თუმცა ბლეკი უმტკიცებს მას, რომ ის არ არის დამნაშავე, რადგან იგი იპოვის ”მკვდარ” პეტიგრიუს და ათქმევინებს სიმართლეს. ამის შემდეგ სირიუსი ხდება ყველაზე ახლობელი ჰარისთვის, ისინი მეგობრდებიან და ჰარის მიაჩნია, რომ მას მის გარდა არავინ ჰყავს. თუმცა, როდესაც ჰარი მეხუთე კურსზეა, სირიუს ბლეკს კლავს ბელატრისა ლესტრეინჯი, პირდაპირ ჰარის თვალწინ, იმ დროს როდესაც სირიუსი ჰარის დაცვას სცდილობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]