ალბუს დამბლდორი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბუს დამბლდორი
ჰარი პოტერის სამყაროს პერსონაჟი
Dumbledorephoto.jpg
სქესი მამრობითი
თმის ფერი ჭაღარა
ფაკულტეტი გრიფინდორი
სისხლის სიწმინდე სუფთა სისხლი
მხარე ფენიქსის ორდენი, დამბლდორის არმია, ჰოგვორტსი
პატრონუსი ფენიქსი
ჯადოსნური ჯოხი ანწლის ჯოხი
პირველი გამოჩენა ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ოჯახი პერსივალ და კენდრა დამბლდორები (მშობლები)
აბერფორტი (ძმა)
არიანა (და)
მსახიობი რიჩარდ ჰარისი, მაიკლ გემბონი, ტობი რეგბო (ახალგაზრდა, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები)

ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი (ინგლ. Albus Percival Wulfric Brian Dumbledore,1881-1997) — ჰარი პოტერის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. ჰოგვორტსის დირექტორი და უძლიერესი ჯადოქარი. იგი განსაკუთრებულად ცნობილი იყო იმით, რომ 1945 წელს დაამარცხა ბოროტი ჯადოქარი გრინდელვალდი. ალბუსი მასთან თავდაპირველად მეგობრობდა, თუმცა ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ ისინი დაშორდნენ. გრინდელვალდმა ცხოვრების "ბოროტი" გზა აირჩია, ხელში ჩაიგდო დიდგულას ჯოხი, სიკვდილის ერთ-ერთი საჩუქარი და თითქმის უძლეველი გახდა, სანამ დამბლდორმა არ დაამარცხა.

დამბლდორი ცნობილია დრაკონის სისხლის გამოყენების 12 ხერხის აღმოჩენით და ალქიმიური ნაშრომების გამოქვეყნებით ნიკოლას ფლამელთან ერთად. როდესაც ალბუსი ჰოგვორტსში სწავლობდა, მამამისი აზკაბანში, ჯადოქრების ციხეში ჩასვეს სამ მაგლზე თავდასხმის გამო. ლორდ ვოლდემორს მხოლოდ დამბლდორის ეშინოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ალბუსი ყოველთვის უარს ამბობდა მაგიის მინისტრობაზე, იცოდა რომ მის ხელში ძალაუფლება არ უნდა ყოფილიყო და ყველა სხვა თანამდებობას ჰოგვორტსის დირექტორობა ერჩივნა. თუმცა იგი ყოველთვის იდეალურად აკონტროლებდა სიტუაციას და გარშემომყოფებს - იმდენად, რომ საკუთარი მკვლელობაც თვითონ მოაწყო.

[რედაქტირება] ოჯახი

 
 
პერსივალ დამბლდორი
 
კენდრა დამბლდორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ალბუს დამბლდორი
 
აბერფორტ დამბლდორი
 
არიანა დამბლდორი


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე