ქვიდიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვიდიჩის მოედანი

ქვიდიჩი — ერთ-ერთი ჯადოქრული სპორტი ჯოან როულინგის ნაწარმოებებში. ქვიდიჩს თამაშობენ მფრინავი ცოცხების საშუალებით. ქვიდიჩის გუნდში არის შვდი მოთამაშე და ოთხი ბურთი: ქუაფილი, ორი ბლაჯერი და სნიჩი. ქუაფილი დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის წითელი ბურთია, რომლითაც მოთამაშეები გოლს იტანენ, თითოეული გოლი ათი ქულაა. ბლაჯერები ქუფილზე ოდნავ პატარა შავი ბურთებია, რომლებიც მოთამაშეებს თავს ესხმიან და მათი ცოცხიდან ჩამოგდებას ცდილობენ. სნიჩი მოზრდილი კაკლის ტოლა ოქროს ბურთია, რომელსაც ვერცხლის ფრთები აქვს, იგი ძალიან სწრაფია, ძნელად დასაჭერი და მას გადამწყვეტი როლი უკავია თამაშში. გუნდში შვიდი მოთამაშეა: სამი ჩეიზერი, რომლებიც ქუაფილის კარში გატანას ცდილობენ. მეკარე-რომელიც კარს იცავს. ორი ბიტერი, რომლებიც მოთამაშეებს ბლაჯერებისგან იცავენ. სიკერი-რომელიც სნიჩს დასდევს და სანამ მას არ დაიჭერს თამაში არ მთავრდება, სნიჩის დაჭერა 150 ქულაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: