ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (მრავალმნიშვნელოვანი).
„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“

ბრიტანული კინოპოსტერი
ჟანრი ფენტეზი
რეჟისორი კრის კოლამბუსი
პროდიუსერი დევიდ ჰეიმენი
სცენარის ავტორი სტივ კლოვესი
ეფუძნება ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ჯოან როულინგი
როლებში დენიელ რედკლიფი
რუპერტ გრინტი
ემა უოტსონი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
ოპერატორი ჯონ სილი
მონტაჟი რიჩარდ ფრენსის-ბრიუსი
სტუდია Heyday Films
1492 Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 4 ნოემბერი, 2001 (2001-11-04) (ლონდონის პრემიერა)
  • 16 ნოემბერი, 2001 (2001-11-16) (ბრიტანეთი და აშშ)
ხანგრძლივობა 152 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 125 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 1.024 მილიარდი აშშ დოლარი[2]

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (ინგლ. Harry Potter and the Philosopher's Stone) — რეჟისორ კრის კოლამბუსის 2001 წლის ფილმი, რომელიც გადაღებულია ჯოან როულინგის მიერ დაწერილი ჰარი პოტერის თავგადასავლების პირველი წიგნის მიხედვით.

ამ ფილმში ცნობილი ხდება, თუ როგორ მოხვდა ჰარი ჰოგვორტსის ჯადოქრობის სკოლაში. ამ ფილმიდან მოყოლებული, მსახიობი დენიელ რედკლიფი, ისევე, როგორც ბევრი სხვა მსახიობი, მონაწილეობდა მის ყველა სერიაში და ცნობილი გახდა ჰარის როლით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ გვიან ღამეს, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორი ალბუს დამბლდორი და მოადგილე, ტრანსფიგურაციის პროფესორი და გრიფინდორის კლუბის თავმჯდომარე მინერვა მაკგონაგელი, ჰოგვორტსის მიწისა და გასაღებების მცველთან, რუბეუს ჰაგრიდთან ერთად მიიყვანენ ობოლ ჩვილს, ჰარი პოტერს, მის ერთადერთ ცოცხალ ნათესავებთან, ვერნონ (ბიძა) და პეტუნია (დეიდა) დერსლებთან.

ათი წლის შემდეგ, ჰარის მე-11 დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე, ბუები იწყებენ ჰარისთვის წერილების გაგზავნას. როცა დერსლები ჰარის არ აძლევენ წერილების წაკითხვის საშუალებას და პატარა კუნძულზე მდებარე ქოხში მიდიან, ჰაგრიდი ქოხში ხმაურით იჭრება და თავად აძლევს ჰარის წერილს, რომელიც მას ჰოგვორტსში სწავლის მოახლოებულ დაწყებას აუწყებს. ჰაგრიდი ასევე უმხელს ჰარის, რომ მისი მშობლები, ლილი და ჯეიმზ პოტერები მოკლა ბნელმა ჯადოქარმა ლორდმა ვოლდემორმა. მომაკვდინებელი წყევლა, რომელიც ვოლდემორმა ჰარის დაუმიზნა, შებრუნდა, რამაც ვოლდემორის სხეული დაამსხვრია და ჰარის შუბლზე ელვის ფორმის ნაიარევი დაუტოვა. შემდეგ ჰაგრიდს ჰარი მრუდე ქუჩაზე მიჰყავს სასკოლო მასალებისთვის და აძლევს მას თეთრ ბუს, რომელსაც ის ჰედვიგს არქმევს. ჰარი ყიდულობს ჯოხს, რომელიც ვოლდემორის ჯოხის ტყუპისცალია.

კინგს ქროსის სადგურზე, ჰარი მიემგზავრება ჰოგვორტსის ექსპრესით. ის ხვდება რონ უისლის, და ჰერმიონ გრეინჯერს, მაგლად დაბადებულ ჯადოქარს. ჰოგვორტსში მისვლისას, ჰარი ასევე ხვდება დრაკო მალფოის, რომელიც მდიდარი, წმინდასისხლიანი ჯადოქრების ოჯახიდანაა. ისინი ერთმანეთის მეტოქეები ხდებიან. მოსწავლეები შედიან დიდ დარბაზში, სადაც გამანაწილებელი ქუდი პირველკურსელებს 4 კლუბში ანაწილებს: გრიფინდორში, ჰაფლეპაფში, რეივენქლოსა და სლიზერინში. ჰარი, რონთან და ჰერმიონთან ერთად, ხვდება გრიფინდორში, ხოლო დრაკო - სლიზერინში, რომელშიც ბნელი ჯადოქრები ირიცხებოდნენ.

მაგიის სწავლების პარალელურად, ჰარი უფრო მეტს იგებს თავისი მშობლებისა და ვოლდემორის შესახებ. ცოცხის ტარების ნიჭის შედეგად ჰარი ხდება ყველაზე ახალგაზრდა სიკერი გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდში. როცა ის გრიფინდორის საერთო ოთახში ბრუნდება, კიბეები გზებს იცვლიან, რაც მიიყვანს ჰარის, რონსა და ჰერმიონს მესამე სართულზე, რომელშიც შესვლა აკრძალულია. ისინი აქ აღმოაჩენენ ფლაფის, გიგანტურ სამთავიან ძაღლს. ჰელოუინზე, რონი ჰერმიონს შეურაცხყოფას აყენებს იმის მერე, რაც ჰერმიონი შელოცვების გაკვეთილზე თავს გამოიჩენს. განაწყენებული ჰერმიონი საღამოს გოგონების ტუალეტში იკეტება და ტირის. იმავე ღამეს, გიგანტური ტროლი ტუალეტში იჭრება, მაგრამ ჰარი და რონი გადაარჩენენ ჰერმიონს, და სამეული მეგობარი ხდება იმის შემდეგ, რაც ჰერმიონი იბრალებს ტროლის საძიებლად ტუალეტში შესვლას.

ტრიო აღმოაჩენს, რომ ფლაფი იცავს ფილოსოფიურ ქვას, მაგიურ ობიექტს, რომელსაც შეუძლია მეტალი ოქროდ გადააქციოს და შექმნას უკვდავების ელექსირი. ჰარი ფიქრობს, რომ ქვის მოპარვა შხამ-წამლების პროფესორს და სლიზერინის კლუბის თავმჯდომარეს, სევერუს სნეიპს სურს, რათა ვოლდემორს ფიზიკური ფორმა დაუბრუნოს. როცა ჰაგრიდი შემთხვევით ამხელს, რომ ფლაფის მუსიკის მოსმენისას ღრმად სძინავს, ჰარი, რონი და ჰერმიონი გადაწყვეტენ, რომ სნეიპამდე იპოვონ ქვა. ფლაფის უკვე სძინავს, მაგრამ ტრიო ხვდება სხვადასხვა ბარიერს, მათ შორის მომაკვდინებელ მცენარეს, "ეშმაკის ხაფანგს", ოთახს მფრინავი და აგრესიული გასაღებებით და გიგანტურ ჭადრაკს, სადაც რონი ეთიშება მოქმედებას.

ბარიერების გადალახვის შემდეგ, ჰარი აღმოაჩენს რომ ბნელი ძალებისგან თავდაცვის პროფესორს, ქვირინუს ქვირელს სურს ქვა; სნეიპმა გაარკვია ეს და იცავდა ჰარის. ქვირელი ჩალმას იხსნის და ჰარი ხედავს ქვირელის კეფაში დამალულ ვოლდემორს. დამბლდორის დამცავი ჯადო ქვას ჰარის ჯიბეში ათავსებს. ვოლდემორი ცდილობს, რომ ჰარის ქვა წაართვას მშობლების გაცოცხლების სანაცვლოდ, მაგრამ ჰარი ხვდება მის ოინს და უარს ეუბნება. ქვირელი ცდილობს, რომ მოკლას ჰარი. როცა ჰარი ქვირელის კანს ეხება, წვავს ქვირელს და ნამსხვრევებად აქცევს. ვოლდემორის სული გარბის და გონს უკარგავს ჰარის, როცა მას ჩაუვლის.

ჰარი გონზე მოდის საავადმყოფო ფლიგელში. დამბლდორი ამბობს, რომ ქვა დაამსხვრიეს, რათა ქურდობისგან დაეცვათ და რონი და ჰერმიონი უსაფრთხოდ არიან. დამბლდორი უმხელს ჰარის, როგორ დაამარცხა ქვირელი: როცა ლილიმ თავი გაწირა ჰარის დასაცავად, მან ვოლდემორისგან დამცავი სიყვარულის ჯადო დაადო ჰარის. ჰარის, რონს და ჰერმიონს ქულებით აჯილდოებენ თავიანთი დამსახურებისთვის, რითაც გრიფინდორის ქულების რაოდენობა პირველ ადგილზე მყოფ სლიზერინის ქულებს უთანაბრდება. დამბლდორი შემდეგ 10 ქულით აჯილდოებს მათ თანაკლუბელს, ნევილ ლონგბოტომს, ტრიოსთვის წინააღმდეგობის გაწევის გამბედაობისთვის. გრიფინდორი იგებს ჰოგვორტსის თასს, ჰარი კი საზაფხულოდ ბრუნდება დერსლებთან, ბედნიერი იმით, რომ მან ჰოგვორტსში ნამდვილი სახლი იპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jensen, Jeff; Fierman, Daniel (14 September 2001). „Inside Harry Potter – It May Be a Movie about a Tyro Wizard and His Magical Adventures, but Bringing Harry Potter to the Big Screen Took Real Muggle Might, No Hocus-Pocus about It“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 7 February 2010.
  2. Harry Potter and the Sorcerer's Stone. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 29 May 2007.