ჰანტარო ნაგაოკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანტარო ნაგაოკა
იაპონ. 長岡 半太郎
დაბ. თარიღი 15 აგვისტო, 1865(1865-08-15)
დაბ. ადგილი Ōmura
გარდ. თარიღი 11 დეკემბერი, 1950(1950-12-11) (85 წლის)
გარდ. ადგილი ტოკიო
მოქალაქეობა იაპონია
საქმიანობა ფიზიკოსი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბირთვული ფიზიკოსი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი ტოკიოს უნივერსიტეტი, ოსაკის უნივერსიტეტი და ტოჰოკუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი და Kaisei Academy
ჯილდოები კულტურის ორდენი და ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი

ჰანტარო ნაგაოკა (იაპონ. 長岡 半太郎 Nagaoka Hantarō) (დ. 15 აგვისტო, 1865, ომურა — გ. 11 დეკემბერი, 1950) — იაპონელი ფიზიკოსი. ავტორია არაერთი ნაშრომისა ელექტროენერგიისა და მაგნეტიზმის, ატომური ფიზიკისა და სპექტროსკოპიის შესახებ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგაოკა დაიბადა 1865 წლის 15 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ომურაში ( ნაგასაკის პრეფექტურა ). 1887 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტიდა იქვე განაგრძო სამეცნიერო საქმიანობა. შეუდგა მაგნიტოსტრიქციისეფექტის შესწავლას. სტუმრობდა ხოლმე ბრიტანელი ფიზიკოს კ. ნოტას, მიიღო მოწვევა ფიზიკოსთა პირველ საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ჩატარდა პარიზში წელს ჟაკ კიურის ოჯახის ინიციატივით.

1892 წლიდან 1896 წლამდე ჰანტარო ნაგაოკა მეცნიერებას ეუფლებოდა ევროპის ქალაქებში, კერძოდ, სწავლობდა ვენაში, ბერლინში, მიუნხენში. იქ გაეცნო ლუდვიგ ბოლცმანის მოლეკულურ კინეტიკურ თეორიას და მაქსველის ნაშრომს სატურნის რგოლების სტაბილურობაზე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მეცნიერზე. ეს ორი კომპონენტი, მოგვიანებით მისი საკუთარი ატომური მოდელის საფუძველი გახდა.

1901 წლიდან 1925 წლამდე ნაგაოკა იყო ტოკიოს უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის პროფესორი, მის სტუდენტებს შორის იყვნენ მომავალი გამოჩენილი მეცნიერი კოტარო ჰონდა და მომავალი ნობელის პრემიის ლაურეატი ჰიდეკი იუკავა .[1]

1904 წლისთვის ნაგაოკამ შეიმუშავა ატომის ადრეული, ხარვეზიანი „პლანეტარული მოდელი“ („ სატურნის ტიპის ატომი“) . მოდელი აშენდა სატურნის რგოლების სტაბილურობის გამოთვლების ანალოგიით (რგოლები დაბალანსებულია პლანეტის ძალიან დიდი მასის გამო). ნაგაოკას მოდელი არასწორი იყო, მაგრამ ორი შედეგი , რომელიც მისგან მომდინარეობდა, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა:

სამეცნიერო საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია ნაგაოკას ამ ნაშრომს, მაგრამ მოგვიანებით ორივე ეს დებულება წარმატებით დაადასტურეს რეზერფორდმა და მისმა მიმდევრებმა. თუმცა, მოდელი საერთო ჯამში არდამაკმაყოფილებელი იყო და ნაგაოკამ 1908 წელს ის მიატოვა.[2]

რეზერფორდმა და ნილს ბორმა წარმოადგინეს ბორის უფრო ეფექტური მოდელი 1913 წელს.

შემდგომში მისი სამეცნიერო ინტერესები გადაიზარდა სპექტროსკოპიისა და ფიზიკის სხვა სფეროების მიმართულებით. 1924 წლის მარტში მეცნიერმა აღწერა მეთოდი, რომელმაც, მისი აზრით, შესაძლებელი გახადა ვერცხლისწყლისგან მილიგრამი ოქროსა და გარკვეული რაოდენობის პლატინის მიღება. 1930 წლიდან ჰანტარო ნაგაოკა იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი. 1931 წლის მაისიდან 1934 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა ოსაკას უნივერსიტეტს. [3] 1937 წელს მეცნიერული მიღწევებისთვის ნაგაოკა იაპონიის მთავრობამ დააჯილდოვა კულტურის ორდენით 1939 წლიდან 1948 წლამდე ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიას (ახლანდელი იაპონიის მეცნიერებათა აკადემია).[4]

ჰანტარო ნაგაოკა გარდაიცვალა 1950 წლის 11 დეკემბერს 85 წლის ასაკში.

მეცნიერის საპატივსაცემოს კრატერს მთვარეზე ჰანტარო ნაგაოკა უწოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Concise Dictionary of Scientific Biography 2nd Edition, New York: Charles Schribner’s Sons Publishing Co. Copyright 2000 p. 606—607
  • Dictionary of Scientific Biography Volume IX A.T.-Macrobious-K.F. Naumann, New York: Charles Schribner’s Sons Publishing Co. Copyright 1974 p. 648

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nagaoka, Hantaro (1909-05-06). "The Inductance Coefficients of Solenoids" (PDF). Journal of the College of Science. Tokyo, Japan: Imperial University. 27 (6): 18.
  2. Yamamoto, Takashi (2019). Leo Sirota: The Pianist Who Loved Japan. Translated by Bantock, Gavin; Inukai, Takao. Kashiwa: First Servant Books. p. 182. ISBN 978-4-9910037-1-4.
  3. History of the University. Osaka University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-21. ციტირების თარიღი: 2007-10-17.
  4. Rutherford either knew the article or looked it up, for he cited it on the last page of his classic paper, "The Scattering of a and b Particles by Matter and the Structure of the Atom," Phil. Mag., 21 (1911), 669.