ჰათრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰათრა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Hatra ruins.jpg
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 35°35′17″ ჩ. გ. 42°43′06″ ა. გ. / 35.58806° ჩ. გ. 42.71833° ა. გ. / 35.58806; 42.71833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 277
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 277
რუს.ინგლ.ფრ.

ჰათრა (არაბ. الحضر‎) – უძველესი ქალაქი ერაყში. ამჟამად ცნობილია როგორც ალ-ჰადრი. ქალაქი ბაღდადიდან 290 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.

ჰათრა დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნეში დააარსეს უძველესმა არაბულმა ტომებმა. წარმოადგენდა პართიის იმპერიის რელიგიურ და სავაჭრო ცენტრს, განვითარების ზენიტს ძვ. წ. II-I საუკუნეებში მიაღწია. მოგვიანებით, შესაძლოა გახდა პირველი არაბული სამეფოს დედაქალაქი, რომელიც წარმოდგენილი იყო ქალაქების ჯაჭვით ჰათრათი და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქებით: პალმირა, ბაალბექი, პეტრა. რეგიონი ჰათრადან კონტროლდებოდა და მას არაბების სამეფო ეწოდებოდა, რომელიც პართიის იმპერიის დასავლეთში მდებარეობდა და ნახევრად ავტონომიით სარგებლობდა.

მოგვიანებით, ჰათრა გახდა საკმაოდ გამაგრებული ქალაქი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა რომის იმპერიის შემოსევებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეორე პართიულ ომში.

1985 წელს, ჰათრა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთს სიაში შეიყვანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰათრა&oldid=2396440“-დან