სამარა (ერაყი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამარა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 34°11′54″ ჩ. გ. 43°52′27″ ა. გ. / 34.19833° ჩ. გ. 43.87417° ა. გ. / 34.19833; 43.87417
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 276
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 276
ინგლ.რუს.ფრ.

სამარა (არაბ. سامَرّاء‎) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სალაჰ-ად-დინის საგუბერნატოროში, დედაქალაქ ბაღდადიდან 125 კმ-ით ჩრდილოეთით. 2003 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 348 700 ადამიანს შეადგენდა.

როგორც შუა საუკუნეების მწერლები ამტკიცებენ, სახელი სამარა მოდის არაბული ფრაზიდან “Sarr man ra’a” (არაბ. رأى‎من سر) რომელიც ითარგმნება როგორც „სიხარული ყველა მნახველისთვის“.

2007 წელს, სამარა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აღმოჩენილია ძვ. წ. V ათასწლეულის ნანგრევები. ურბანული დასახლებები აქ უფრო მოგვიანებით ჩნდება. პირველი მონარქი, რომელმაც ეს ტერიტორია აირჩია, იყო ხოსრო I. მან აქ სანადირო სასახლე ააშენა. 836 წელს, ბაღდადში მამლუქების ამბოხისას, ხალიფა სამარაში გამაგრდა. 847 წელს, ქალაქში აშენდა სამარის დიდი მეჩეთი, რომელიც სპირალური მინარეთით გამოირჩევა. 892 წლამდე, სამარა ისლამური სამყაროს დედაქალაქი რჩება, მანამდე სანამ ხალიფა სახალიფოს დედაქალაქს ბაღდადში გადაიტანდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]