ჯულიან ჰაქსლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჯულიან სორელ ჰაქსლი (დ. 22 ივნისი, 1887, ლონდონი — გ. 14 თებერვალი, 1975), ინგლისელი ბიოლოგი, ფილოსოფოსი, ევოლუციის თანამედროვე სინთეზური თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1938). დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1909). სამეფო კოლეჯის (ლონდონი) ზოოლოგიის პროფესორი (1925-1935). მისი ძირითადი შრომები ეხება ევოლუციის, ექსპორტული ემბრიოლოგიის, ეთიკის ზოგად საკითხებს. 1946-1948 წლებში იყო იუნესკოს პირველი გენერალური დირექტორი.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 609, თბ., 1987 წელი.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: