ჯორჯაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯაძეები
გერბი
პერიოდი XVII–XIX საუკუნეები
ტიტული თავადები
ქვეშევრდომობა საქართველოს სამეფო
რუსეთის იმპერია
სამფლობელოები გრემი, ენისელი

ჯორჯაძეებითავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად, ჯორჯაძეები წარმოშობით კავკასიის ალბანეთიდან არიან. 980 წლისათვის კი ისინი უკვე მესხეთში დასახლდნენ და შემდეგ კახეთში გადმოვიდნენ 1466 წლისათვის. ჯორჯაძეებს მეფეებმა თავადური ღირსება და ტიტული მიანიჭეს, როგორც გრემისა და ენისელის მოურავებს.[1]

რუსეთის იმპერიაში ჯორჯაძეებმა შეინარჩუნეს თავიანთი თავადური ღირსება და ტიტული და იქნენ აღიარებული როგორც თავადები 1829 და 1850 წლის ბრძანებებში.[2]

ამჟამად საქართველოში 154 ჯორჯაძეა.

თბილისში, თელავში, ყვარელში, ბორჯომში, მარნეულში, სენაკში, ხაშურსა და ფოთში არსებობს არჩილ ჯორჯაძის[3][4] და ზაქარია ჯორჯაძის ქუჩები.[5][6][7][8]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, p. 271. Georgetown University Press.
  • Bagrationi, Ioane (1768-1830). Jorjadze (Princes of Kakheti). The Brief Description of the Georgian Noble Houses. Retrieved on December 19, 2007.
  • Джорджадзе. Russian Biographic Lexicon. Retrieved on December 19, 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
მედია
რადიო თავისუფლება · Sputnik

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯორჯაძე / ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. „ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980-სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ საგინაშვილად თავადად მეფეთაგან და არიან ორად: 1) სომხითსა შინა მოსახლენი, 2) კახეთსა შინა“. კახელი თავადები. ჯორჯაძეები იყვნენ შაქრიანისა და ენისელის მოურავები.
  2. ჯორჯაძე / 1722 წელს რუსთავის სადროშოში შემავალ თავადაზნაურთა და ადგილთა ნუსხაში მოცემულია: „ენისელთა მოურავის სახლნი, ჯორჯაძენი, ენისელთ და ყმით“. 1662 წელს თეიმურაზ მეფემ იესე ჯორჯაძეს განუახლა სახლთუხუცესობა და უბოძა ყმა-მამულები. თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალ ისტორიაში“ ნათქვამია: „ხოლო დედაკაცმან ამან მოიკრიბნა თავადნი და იხმო ორდანოდ რაფაელ არაგვის ერისთავი შთამომავლობითგან და იოანე ჯორჯაძე“. ჯორჯაძე დავითი — 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. 1615 წლის კახეთის აჯანყებაში მონაწილეობდა და მისი ერთ-ერთი მეთაური იყო ნოდარ ჯორჯაძე.
  3. ჯორჯაძის ქ.
  4. ა. ჯორჯაძის ქ.
  5. ზაქარია ჯორჯაძის ქუჩა.
  6. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
  7. ხაშური. № 5 საჯაкო სკოლის შენობა, ჯორჯაძის № 1[მკვდარი ბმული].
  8. სენაკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ დაარქივებული 2022-07-02 საიტზე Wayback Machine. / 20 ოქტომბერი, 2020.