ჯვაროსნები (ოჯახი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯვაროსნები
Eruca February 2008-1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Cruciferae

ჯვაროსნები (ლათ. Cruciferae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ნახევრად ბუჩქები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები აქვთ; ქვედა ფოთლები ხშირად ქმნის ფესვთანურ როზეტს. ნაყოფი ჭოტი ან ჭოტაკია, ყვავილედი მტევნისებრი ან ფარისებრია. ჯვაროსნები ორად გაყოფილი ან ვარსკვლავისებრი, ზოგჯერ მარტივი ბეწვებით შებუსული ან სრულიად შიშველი მცენარეებია (შებუსვას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სისტემატიკისათვის). ოჯახი 380-მდე გვარის 3200-მდე სახეობას აერთიანებს. ჯვაროსნები მეტწილად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არიან გავრცელებული. სახეობათა მნიშვნელოვანი ჯგუფები გვხვდება ასევე თანამედროვე და უძველესი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონშიც. საქართველოში ჯვაროსნების 64 გვარის 180-მდე სახეობა იზრდება, მათ შორის ბევრი ლაკონური ენდემია. ოჯახში მრავალი ბოსტნეული (კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი და სხვ.), ზეთოვანი (რაფსი, შალგი და სხვ.), სანელებელი (მდოგვი, პირშუშხა), თაფლოვანი, საღებავი და სხვ. მცენარეა. ბევრია სარეველაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]