ჯესიკა ბილი
| ჯესიკა ბილი | |
ჯესიკა ბილი 2009 წელს |
|
| დაბადების სახელი | ჯესიკა კლერ ბილი |
| დაბადების ადგილი | ილი, მინესოტა, აშშ |
| დაიბადა | 3 მარტი, 1982 |
| საქმიანობა | მსახიობი მოდელი მომღერალი |
| შემოქმედების წლები | 1996–დღემდე |
ჯესიკა კლერ ბილი (ინგლ. Jessica Biel; დ. 3 მარტი, 1982) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. ცნობილი გახდა ტელესერიალ „მეშვიდე ცა“-ში შესრულებული როლის შემდეგ. არაერთ ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით“ (2003), „ბლეიდი 3“ (2004), „ჩაკი და ლარი: სახანძრო ქორწილი“ (2007), „გუნდი „ა“ (2010), „ახალი წლის წინა დღე“ (2011), „ყველაფრის გახსენება“ (2012).
ჯესიკა ბილი დაიბადა აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ ილში, დედამისის — დიასახლისისა და სულიერი მკურნალის კიმბერლის და მამამისის — „General Electric“-ის მუშაკის, მეწარმისა და ბიზნეს-კონსულტანტის ჯონათან ბილის ოჯახში.[1][2] ჯესიკა ბილი გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ირლანდიური და ჩოქტო წარმოშობისაა.[3][4] ჰყავს უმცროსი ძმა ჯასტინი (დ. 1985).[5] ბილის ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა; ცხოვრობდნენ ტეხასში, კონექტიკუტში, ილინოისში. საბოლოოდ დასახლდნენ კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში. ბილი მოზარდის ასაკში ფეხბურთს თამაშობდა,[6] აგრეთვე ემზადებოდა ტანმოვარჯიშეზე.[2]
თავდაპირველად ბილი ვოკალზე სწავლობდა. 9 წლის ასაკში გამოჩნდა რამდენიმე მუსიკალურ დადგმაში, სადაც სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდა. მოგვიანებით სამოდელო საქმით დაკავდა, იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. 14 წლის ასაკში მიიღო მერი კედმენის როლი სატელევიზიო სერიალში „მეშვიდე ცა“, რომელსაც მრავალი წელი უჩვენებდნენ WB სატელევიზიო არხზე. კინოში პირველი როლი მიიღო 1997 წელს ფილმში „ულის ოქრო“, სადაც თამაში მოუწია პიტერ ფონდასთან. მას შემდეგ რეგულარულად ღებულობს როლებს ჰოლივუდის ფილმებში.
2007 წლის იანვრიდან ურთიერთობაში იმყოფება ცნობილ ამერიკელ მომღერალთან და მსახიობთან — ჯასტინ ტიმბერლეიკთან, თუმცა 2011 წლის მარტში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იმავე წლის შემოდგომაზე შერიგდნენ, ხოლო დეკემბრის ბოლოს ტიმბერლეიკმა ჯესიკას ხელი სთხოვა. 2012 წლის 19 ოქტომბერს წყვილი დაქორწინდა.[7]
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1996– 2006 |
მეშვიდე ცა | მერი კედმენი | |
| 1997 | ულის ოქრო | კეისი | |
| 1998 | სახლში საშობაოდ ვიქნები | ელი | |
| 2001 | საზაფხულო თამაშები | ტენლი | |
| 2002 | სექსის წესები | ლარა | |
| 2003 | ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით | ერინი | |
| 2004 | მობილური | ქლოი | |
| 2004 | ბლეიდი 3 | ებიგეილი | |
| 2005 | სტელსი | კარა | |
| 2005 | ელისაბეთტაუნი | ელენი | |
| 2005 | ლონდონი | ლონდონი | |
| 2005 | გრიფინები | ბრუკი (ხმა) | ეპიზოდი: „Brian the Bachelor“ |
| 2006 | ილუზიონისტი | სოფი | |
| 2006 | სიმამაცის სახლი | ვანესა | |
| 2007 | წინასწარმეტყველი | ლიზი | |
| 2007 | ჩაკი და ლარი: სახანძრო ქორწილი | ალექსი | |
| 2008 | მსუბუქი ყოფაქცევა | ლარიტა | |
| 2009 | პლანეტა 51 | ნირა (ხმა) | |
| 2009 | მჟავა | როუზ-ჯინი | |
| 2010 | წმინდა ვალენტინის დღე | კარა | |
| 2010 | გუნდი „ა“ | კარისა | |
| 2011 | ახალი წლის წინა დღე | ტესი | |
| 2012 | ყველაფრის გახსენება | მელინა | |
| 2012 | მაღალი კაცი | ჯულია |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჯესიკა ბილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ჯესიკა ბილი Allrovi-ზე
- ჯესიკა ბილი People.com-ზე
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Kappes, Serena (July 27, 2005). Celeb Spotlight: Jessica Biel – Stealth, Jessica Biel. Time Inc.. წაკითხვის თარიღი: April 17, 2010.
- ↑ 2.0 2.1 Jonathan Van Meter; Mario Testino (Photographer) (February 2010). The Real Biel. Variety. Condé Nast Publications.
- ↑ Venutolo, Anthony. “Jessica Biel keeps challenging herself to prove she's pretty darned talented“, May 16, 2009.
- ↑ "Jessica Biel: The Real Biel" Vogue
- ↑ (May 10, 1999) „Jessica Biel: Actress – Most Beautiful, Jessica Biel“ 51 (17). წაკითხვის თარიღი: June 2010.
- ↑ James Brady. “In Step With: Jessica Biel“, Parade Magazine, July 10, 2005.
- ↑ Justin Timberlake-Jessica Biel wedding: 'It's great to be married'. Los Angeles Times (October 19, 2012). წაკითხვის თარიღი: October 19, 2012.