მჟავა (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მჟავა
ჟანრი დრამა
რეჟისორი ტიმოთი ლინ ბუი
პროდიუსერი ტიმოთი ლინ ბუი
ფორესტ უიტეკერი
სცენარის ავტორი ტიმოთი ლინ ბუი
როლებში ჯესიკა ბილი
ფორესტ უიტეკერი
რეი ლიოტა
ედი რედმეინი
პატრიკ სუეიზი და სხვ.
კინოსტუდია New Line Cinema
Paramount Pictures
Focus Features
გამოსვლის თარიღი 2008 წლის 10 ნოემბერი
ხანგრძლივობა 106 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური

მჟავა (ინგლ. Powder Blue) — 2008 წლის ამერიკული კინოფილმი. რეჟისორი ტიმოთი ლინ ბუი. მონაწილეობენ: ჯესიკა ბილი, ფორესტ უიტეკერი, რეი ლიოტა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში შესრულებული როლი (ლარი „ველვეტი“) მსახიობ პატრიკ სუეიზისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. DVD-ზე გამოვიდა 2009 წლის მაისში. იმავე წლის ბოლოს ყაზახეთში, რუსეთსა და აშშ-ში ფილმი უჩვენეს საკაბელო ტელევიზიაზე. წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დრამას, რომელიც მოგვითხრობს რამდენიმე ადამიანის ისტორიას: „მესაფლავე“ (ედი რედმეინი), ყოფილი თაღლითი (რეი ლიოტა), ყოფილი მღვდელი (ფორესტ უიტეკერი), რომელიც თავის მოკვლას ცდილობს და სტრიპტიზის მოცეკვავე (ჯესიკა ბილი), ქალი, რომელსაც შვილი კომაში ჰყავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]