ჯეფრი დამერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეფრი დამერი
ნამდვილი სახელი ჯეფრი ლაიონელ დამერი
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1960
დაბ. ადგილი მილუოკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 ნოემბერი, 1994 (34 წლის)
გარდაცვალების ადგილი უისკონსინი, აშშ
გარდაცვალების მიზეზი თავის მძიმე ტრავმა
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
მამა ლაიონელ დამერი
დედა ჯოის დამერი
დაპატიმრების თარიღი 22 ივლისი, 1991
განაჩენი სამუდამო პატიმრობა
მსხვერპლის რაოდენობა 17
მკვლელობის მეთოდი სტრანგულაცია
მკვლელობების არეალი ოჰაიო, უისკონსინი
მოტივი სექსუალური

ჯეფრი ლაიონელ დამერი (ინგლ. Jeffrey Lionel Dahmer; დ. 21 მაისი, 1960 — გ. 28 ნოემბერი, 1994) — ამერიკელი სერიული მკვლელი, სექსუალური მოძალადე, ასევე ცნობილია მეტსახელებით „მილუოკელი მონსტრი“, „მილუოკელი კანიბალი“. მან 1978-1991 წლებში გააუპატიურა, მოკლა და დაანაწევრა 17 ადამიანი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. მკვლელობების უმრავლეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ნეკროფილიას, კანიბალიზმს და სხეულის ნაწილების შენახვას.

ციხის ფსიქიატრების და ფსიქოლოგების დიაგნოზით მას აღენიშნებოდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დამერი ცნობილ იქნა შერაცხადად, 1992 წლის 15 თებერვალს დამნაშავედ იქნა ცნობილი 16-დან 15 მკვლელობაში და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 15 ვადით. მოგვიანებით, 1978 წელს ოჰაიოში ჩადენილი მკვლელობისთვის დაემატა მე-16 სამუდამო პატიმრობა.

1994 წლის 28 ნოემბერს, თანასაკნელი კრისტოფერ სკარვერი დამერს ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც მიღებული მძიმე თავის ტრავმის გამო მილუოკელი სერიული მკვლელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მსხვერპლთა სია[რედაქტირება]

სახელი ასაკი სიკვდილის თარიღი
სტივენ ჰიკსი 17 18 ივნისი, 1978
სტივენ ტუომი 26 15 სექტემბერი, 1987
ჯეიმს დოქსტატორი 14 18 იანვარი, 1988
რიჩარდ გერერო 25 18 მარტი, 1988
ენტონი სირსი 24 25 მარტი, 1989
ედი სმიტი 36 14 ივნისი, 1990
რიკი ბიქსი 30 ივლისი (სხვა მონაცემებით, 29 მაისი), 1990
ერნესტ მილერი 22 3 სექტემბერი, 1990
დევიდ ტომასი 23 24 სექტემბერი, 1990
კერტის სტროუტერი 17 18 თებერვალი, 1991
ეროლ ლინდის 19 7 აპრილი, 1991
ტონი ჰიუზი 32 24 მაისი, 1991
კონერაკ სინტასომფონი 14 27 მაისი, 1991
მეტ ტერნერი 21 30 ივნისი, 1991
ჯერემია ვაინბერგერი 23 5 ვლისი, 1991
ოლივერ ლეისი 23 15 ივლისი, 1991
ჯოზეფ ბრედჰოფტი 25 19 ივლისი, 1991

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]