მეტ დეიმონი
| მეტ დეიმონი Matt Damon |
|
მეტ დეიმონი 2009 წელს |
|
| დაბადების სახელი | მეტიუ პეიჯ დეიმონი |
| დაბადების ადგილი | კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ |
| დაიბადა | 8 ოქტომბერი, 1970 |
| საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი |
| შემოქმედების წლები | 1988-დღემდე |
მეტიუ პეიჯ „მეტ“ დეიმონი (ინგლ. Matthew Paige „Matt“ Damon; დ. 8 ოქტომბერი 1970, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი.
მეტ დეიმონის მეტად ცნობილი კინორელებიდან აღსანიშნავია: „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ (1997), „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1998), „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (1999); ოუშენის მეგობრების სამნაწილიანი სათავგადასავლო კინოფილმი : „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ (2001), „ოუშენის თორმეტი მეგობარი“ (2004), „ოუშენის ცამეტი მეგობარი“ (2007); ტრილოგია ჯეისონ ბორნზე : „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007); ასევე მარტინ სკორსეზეს „ორმაგი თამაში“ და ფილმი „რეალობის შემცვლელები“.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] ადრეული ცხოვრება
მეტ დეიმონი დაიბადა ქალაქ კემბრიჯში (მასაჩუსეტსი), მამამისის კენტ ტელფორ დეიმონისა და დედამისის ნენსი კარლსონ-პეიჯის ოჯახში. მამამისი ბირჟის მაკლერი იყო, ხოლო დედამისი ლესლის უნივერსიტეტის პროფესორი.[1][2] დეიმონის გენეალოგია შეიცავს ინგლისურ, შოტლანდიურ, ფინურ და შვედურ ფესვებს. დეიმონი ბენ აფლეკისა და კეისი აფლეკის შორეული ნათესავია.[3][4] ჰყავს ძმა კაილი, რომელიც პროფესიონალი მოქანდაკე და მხატვარია.[2][5]
ერთხანს დეიმონების ოჯახი საცხოვრებლად ნიუტონში გადავიდა, სადაც სახლობდნენ ორი წლის განმავლობაში. როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაცილდნენ დეიმონი დედამისთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა, სადაც მის ოჯახთან ერთად კიდე 5 სხვა ოჯახი სახლობდა. დეიმონი იზრდებოდა ბენ აფლეკთან ერთად, რომელთანაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, ასევე მასთან ახლოს ცხოვრობდა მწერალი ჰოვარდ ზინი, რომლის ერთ-ერთ ნაშრომს დეიმონი იხსენიებს ფილმში „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“.
1988 წელს დეიმონმა ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში,[6] სამი წლის შემდეგ მან სასწავლებელი მიატოვა, რამეთუ მას მხოლოდ მსახიობობა სურდა. თუმცა თავიდანვე მონაწილეობას ღებულობდა სასტუდენტო თეატრში,[7] სადაც ხშირად სპექტაკლში როლებს ასრულებდა.[8]
[რედაქტირება] სამსახიობო კარიერა
დეიმონმა პირველი როლი კინოში შეასრულა 1988 წელს რომანტიკულ კომედიაში „მისტიური პიცა“.[9] იმ დროს დეიმონი მხოლოდ 17 წლისა იყო. 1992 წელს მიიღო როლი კინოში „სასკოლო კავშირები“. ამავე წელს საყურადღებო როლი მიიღო ფილმში „ჯერონიმო: ამერიკული ლეგენდა“, სადაც მასთან ერთად ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა.
ოთხი წლის შემდეგ სინჯებზე იმყოფებოდა ფილმისთვის „თავზეხელაღებულთა კუნძული“, თუმცა ფილმში მონაწილოებაზე მან უარი განაცხადა. 1996 წელს დეიმონი გამოჩნდა ედვარდ ცვიკის ფილმში „სიმამაცე ბრძოლაში“, სადაც მისი პარტნიორი გახდა დენზელ ვაშინგტონმა. ამ ფილმისთვის დეიმონმა 18 კგ დაიკლო, იმყოფებოდა მკაცრ დიეტაზე.[10][11] ფილმ „სიმამაცე ბრძოლაში“ შესრულებული როლისთვის დეიმონმა კინოკრიტიკოსების მხრიდან სიმპათიები დაიმსახურა. ასევე დეიმონის მიმართ სიმპათიები გამოხატა ჟურნალმა The Washington Post-მა.[12]
[რედაქტირება] ადრეული წლები
1990-იანი წწ. დასაწყისში დეიმონმა და აფლეკმა დაწერეს სცენარი გენიალურ ახალგაზრდა მათემატიკოსზე. შემდგომ ცდილობდნენ სცენარის გაყიდვას ჰოლივუდში, თუმცა კინოსტუდიები მათ უარს ეუბნებოდნენ, რამეთუ ფილმში მონაწილეობა სცენარის ავტორებს თავადვე სურდათ. საბოლოოდ სცენარი შეისწყიდა კინოკომპანია Miramax Films. 1997 წელს გამოდის ფილმი „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, სადაც მთავარ როლში გამოჩნდნენ ახალგაზრდა მსახიობები მეტ დეიმონი და ბენ აფლეკი. ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა, როგორც ფილმი საუკეთესო სცენარისთვის. ამასთანავე ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 10 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მოგებამ დაახლოებით 226 მლნ. აშშ დოლარი.
1998 წელს მეტ დეიმონმა შეასრულა როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად“.
[რედაქტირება] როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავი
1999 წელს დეიმონმა ჯუდ ლოუსთან და გვინეთ პელტროუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ენტონი მინგელას ფილმში „ნიჭიერი მისტერ რიპლი“. ფილმი ფსიქოლოგიურ ტრილერს წარმოადგენს, რომლის სიუჟეტის ცენტრშია ტომ რიპლი (მეტ დეიმონი). შემთხვევითი გაცნობის შემდეგ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ჰერბერტ გრინლიფი ტომ რიპლის დავალებას მისცემს; იგი უნდა გამგზავრებულიყო იტალიაში და დაერწმუნებინა მისი შვილი შტატებში უკან დაბრუნებაზე. იტალიაში ჩასვლის შემდეგ რიპლი გაიცნობს ჰერბერტ გრინლიფის შვილს დიკი გრინლიფს (ჯუდ ლოუ). თუმცა დაკისრებულ დავალებას ტომ რიპლი ვერ გაუმკლავდება. ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და საერთო ჯამში მისმა შემოსავალმა შეადგინა 128 მლნ. აშშ დოლარი. კინოფილმი „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე.
1999 წელს მონაწილეობა მიიღო კევინ სმითის ფილმში „დოგმა“, 2001 წელს სტივენ სოდერბერგის ფილმში „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“. 1990-იანი წწ. მიწურულიდან დეიმონი ჩამოყალიბებულ მსახიობად გვევლინება. ამიერიდან იგი ჰოლივუდის მომთხოვნი არტისტი ხდება. დეიმონის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო ტრილოგია ჯეისონ ბორნზე: „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007), სადაც მან შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის როლი, რომელმაც მეხსიერება დაკარგა.
ბოლო წლებში ერთბაშად მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ცრუ ცდუნება“, „რკინის ტაცება“, „მწვანე ზონა“, „რეალობის შემცვლელები“.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
1997 წელს მეტ დეიმონმა ურთიერთობა დაიწყო მსახიობ მინი დრაივერთან.[13] შემდეგ ერთმანეთს გაცილდნენ. შემდგომ ერთ-ერთ წვეულებაზე დეიმონმა გაიცნო ვაინონა რაიდერი, რომელთანაც გარკვეული დროით რომანი ჰქონდა.
2001 წლიდან ხვდებოდა ოდესა უიტმორს, რომელიც იმ დროს ასისტენტად მუშაობდა ბილი ბობ ტორნტონთან და ბენ აფლეკთან.[9] დეიმონი და უიტმორი ერთმანეთს გაშორდნენ 2003 წელს.
2003 წელს დეიმონმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ლუჩიანა ბაროზო.[14] 2005 წლის 9 დეკემბერს წყვილი დაქორწინდა.[14] 2006 წლის 11 ივნისს ქალაქ მაიამიში წყვილს შეეძინა პირველი შვილი, ხოლო 2008 წლის 20 აგვისტოს შეეძინათ მეორე შვილი. 2010 წელს შეეძინათ მესამე შვილი.
2010 წლის მდგომარეობით დეიმონი და მისი ოჯახი ცხოვრობს მანჰეტენში.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1988 | მისტიური პიცა | სტიმერი | |
| 1988 | კარგი დედა | ექსტრა | |
| 1989 | Field of Dreams | ||
| 1992 | სასკოლო კავშირები | ჩარლი დილონი | |
| 1993 | ჯერონიმო : ამერიკული ლეგენდა | ბრიტონ დევისი | |
| 1996 | სიმამაცე ბრძოლაში | სპეციალისტი ილარიო | |
| 1997 | ჭკვიანი უილ ჰანტინგი | ||
| 1997 | კეთილშობილი | რუდი ბეილორი | |
| 1998 | თაღლითები | მაიკ მაკდერმოტი | |
| 1998 | რიგითი რაიანის გადასარჩენად | ჯეიმზ რაიანი | |
| 1999 | ნიჭიერი მისტერ რიპლი | რიპლი | |
| 1999 | დოგმა | ლოკი | |
| 2000 | ფორესტერის ძიებაში | კამეო | |
| 2000 | დაუოკებელი გულები | ჯონ კოული | |
| 2000 | ბაგერ ვანსის ლეგენდა | ||
| 2000 | ტიტანი –დედამიწის დაღუპვის შემდეგ | კეილ ტაკერი | გახმოვანება |
| 2001 | მაჯესტიკი | პიტერ ეპლტონი / ლუკ ტრიმბლი | გახმოვანება |
| 2001 | ოუშენის თერთმეტი მეგობარი | ლაინუს კოლდუელი | |
| 2002 | სპირიტი–პრერიების სული | ||
| 2002 | ჯერი | ჯერი | |
| 2003 | გავიჭედე შენში | ბობ ტენორი | |
| 2003 | ევროტური | დონი | |
| 2004 | ოუშენის თორმეტი მეგობარი | ლაინუს კოლდუელი | |
| 2004 | ბორნის უპირატესობა | ჯეისონ ბორნი | |
| 2005 | სირიანა | ბრაიან ვუდმანი | |
| 2005 | ძმები გრიმები | ვილჰელმ გრიმი | |
| 2006 | ცრუ ცდუნება | ედვარდ უილსონი | |
| 2006 | ორმაგი თამაში | კოლინ სალივანი | |
| 2007 | ოუშენის 13 მეგობარი | ლაინუს კოლდუელი | |
| 2007 | ბორნის ულტიმატუმი | ჯეისონ ბორნი | |
| 2009 | ინფორმატორი | მარკ უიტაკრი | |
| 2009 | დაუმორჩილებელი | ფრანკოიზ პიენაარი | |
| 2010 | მწვანე ზონა | როი მილერი | |
| 2010 | შინაგანი საქმე | მთხრობელი | |
| 2010 | იმქვეყნიერი | ჯორჯ ლონეგანი | |
| 2010 | რკინის ტაცება | ლა ბაფი | |
| 2011 | რეალობის შემცვლელები | დევიდ ნორისი |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) მეტ დეიმონი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- მეტ დეიმონი - Yahoo! Movies (ინგლისური)
- მეტ დეიმონი - People.com (ინგლისური)
- მეტ დეიმონი - Moviefone (ინგლისური)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Luscombe, Belinda. “Matt Damon Acts Out“, Time, December 19, 1999. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.
- ↑ 2.0 2.1 Givens, Ron, Michele McPhee. “Two Hollywood Prizefighters 'Hunting' for Stardom Pays Off for Matt Damon“, Daily News, March 22, 1998. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Genealogical Chart Knowlton Line of Ben Affleck and Matt Damon. New England Historic Genealogical Society (2009). წაკითხვის თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Matt Damon. Rootsweb. წაკითხვის თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Ball, Ryan. “Matt Damon Animated for Arthur“, Animation Magazine. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.
- ↑ McGrath, Charles. “6 Degrees of Harvard“, The New York Times, October 1, 2006. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Chainani, Soman. Matt Damon On Life, Acting and Harvard. The Harvard Crimson. წაკითხვის თარიღი: April 21, 2010.
- ↑ Siegler, Elijah. “Ex Show Safe but Satisfying“, The Harvard Crimson, November 2, 1990. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.
- ↑ 9.0 9.1 Matt Damon Biography. People. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Greenblatt, Leah. “Actorexia: A Brief History“, Entertainment Weekly, September 21, 2007. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.
- ↑ ANI (August 4, 2007). Weight loss left Damon feeling like a "wreck". YahooIndia. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Kempley, Rita. “Hand-to-Heart Combat“, The Washington Post, November 8, 1998. წაკითხვის თარიღი: April 21, 2010.
- ↑ Winters, Laura. “When the Character Calls, Minnie Driver Listens“, The New York Times, August 2, 1998. წაკითხვის თარიღი: March 6, 2010.
- ↑ 14.0 14.1 Associated Press. “Matt Damon, fiancee wed“, USA Today, December 9, 2005. წაკითხვის თარიღი: April 5, 2009.