ექიმი ჰაუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ექიმი ჰაუსი
House logo.svg
ჟანრი სამედიცინო დრამა
ავტორი დევიდ შორი
მონაწილეობენ ჰიუ ლორი
ლიზა ედელშტაინი
ომარ ეპსი
რობერტ შონ ლეონარდი
ჯენიფერ მორისონი
ჯესი სპენსერი
მთავარი თემა „Teardrop“, Massive Attack
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 7
ეპიზოდი 177 (ეპიზოდების სია)
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი ქეთი ჯეიკობსი
დეივიდ შორი
ბრაიან სინგერი
ხანგრძლივობა 42 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ჩვენების ფორმატი 480i
720p (HDTV)
პირველად ეთერში ნოემბერი 16, 2004 (2004-11-16)
უკანასკნელად ეთერში მაისი 21, 2012 (2012-05-21)
ბმულები
ოფიციალური საიტი

ექიმი ჰაუსი (House), ცნობილი აგრეთვე როგორც უბრალოდ ჰაუსი — ამერიკული სატელევიზიო სამედიცინო დრამა, რომლის დებიუტი 2004 წლის 16 ნოემბერს შედგა Fox Broadcasting Company-ს ეთერში. მისი შემქმნელები არიან დევიდ შორი და პოლ ატანაზიო. შოუს მთავარი გმირია ექიმი გრეგორი ჰაუსი (ჰიუ ლორი), სამედიცინო გენიოსი, რომელიც დიაგნოსტიკურ გუნდს უძღვება პრინსტონ-პლეინსბოროს სასწავლო ჰოსპიტალში, ნიუ-ჯერსიში. შოუს იდეა ატანაზიოს ეკუთვნის, მთავარი გმირი ჰაუსი კი შორის შექმნილია.

ჰაუსს ხშირად აქვს კამათი თავის უფროსთან, საავამდყოფოს ადმინისტრატორ ლიზა კადისთან და დიაგნოსტიკთა გუნდთან, რადგანაც ხშირად მისი ჰიპოტეზები პაციენტების ავადმყოფობასთან დაკავშირებით დამყარებულია ბევრისთვის გაუგებარ და საკამათო დაკვირვებებზე. ჰაუსის ერთადერთი მეგობარია ექიმი ჯეიმზ უილსონი, იმავე საავადმყოფოში ონკოლოგიური განყოფილების უფროსი. პირველი სამი სეზონის განმავლობაში ჰაუსის დიაგნოსტიკურ გუნდში შედიოდნენ: რობერტ ჩეისი, ელისონ ქემერონი და ერიკ ფორმენი. მესამე სეზონის ბოლოს ფორმენმა და ქემერონმა განცხადებები დაწერეს სამსახურიდან წასვლის შეასხებ, ჩეისი კი ჰაუსმა თვითონ გააგდო. მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდებში ჰაუსმა კონკურსი მოაწყო დიაგნოსტიკური გუნდის ახალი წევრების შესარჩევად და საბოლოოდ კონკურსანტებიდან სამი - რემი „ცამეტი“ ჰედლი, კრის თაუბი და ლოურენს ქათნერი დატოვა. გუნდს მოგვიანებით ისევ შეუერთდა ფორმენი, ჩეისმა და ქემერონმა კი საავადმყოფოს სხვა განყოფილებეში განაგრძეს მუშაობა და შესაბამისად შოუდან არ გამქრალან.

სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ. მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა, 2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო. მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ემის ჯილდოები. სულ ეთერში გავიდა სერიალის 8 სეზონი. უკანასკნელი ეპიზოდის პრემიერა 2012 წლის 21 მაისს შედგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]