ჯავასკრიპტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯავასკრიპტის მაგალითი
არ აგერიოთ ერთმანეთში ჯავა და ჯავასკრიპტი

ჯავასკრიპტი — პროგრამირების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ენაა. სახელწოდება ჯავასკრიპტი, როგორც სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირებულია ფირმა Sun Microsystems, Inc-ის მიერ.

ისტორია[რედაქტირება]

ჯავასკრიპტი შექმნილი კომპანია Netscape-ის მიერ, და პირველად ჩართული იყო Netscape Navigator ბრაუზერში. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო Mocha, შემდეგ LiveScript. იგი წარმოდგენილ იქნა როგორც Netscape Navigator 2.0B3 ვერსიის შემადგენელი ნაწილი 1995 წლის დეკემბერში. Internet Explorer-ში ჯავასკრიპტი გამოჩნდა 1996 წელს, როცა ოფიციალურად გამოვიდა Internet Explorer 3,0 ვერსია.

ჯავასკრიპტი და HTML[რედაქტირება]

ჯავასკრიპტი შეიძლება იყოს HTML-ის შემადგენელი ნაწილი და მოთავსებული იყოს ნებისმიერ ადგილას, შეუზღუდავი რაოდენობით. იგი ყოველთვის მოთავსებულია <script></script> ტეგებს შორის, HTML 4.01 სტანდარტის მიხედვით, type="text/javascript" ტეგის საშუალებით.

კოდის მაგალითი:

<script>
alert("My First JavaScript");
</script>

ვებგვერდზე ეს კოდი გამოჩნდება როგორც <<Hello World!>>