რუბი
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის? ხარისხის სტანდარტების? დასაკმაყოფილებლად. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
| პარადიგმა | მულტი-პარადიგმა |
|---|---|
| გამოქვეყნების თარიღი | 1995 |
| დამფუძნელი | იუკიჰირო მატსუმოტო |
| შემქმნელი | იუკიჰირო მატსუმოტო და სხვები |
| ბოლო ვერსია | 1.9.1-p129 |
| ტიპების მინიჭება | დინამიური |
| მთავარი შექმნილი ვერსიები | Ruby MRI, JRuby |
| ენების გავლენით | Smalltalk, Perl, Lisp, Scheme, Python, CLU, Eiffel, Ada, Dylan |
| ენებზე ზეგავლენა | Groovy, Nu, Madness Script |
| ოპერაციული სისტემა | მრავალი |
| ლიცენზია | Ruby License GNU General Public License |
| ვებ გვერდი | http://www.ruby-lang.org |
| ქვედა ტექსტი | |
რუბი — მაღალი დონის დინამიკურ, ობიექტზე ორიენტირებულ ენას. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ვებ-პროგრამირების კარკასის–„რეილზის“–შექმნის შემდეგ.
რუბის ძირითად პარადიგმას წარმოადგენს კლასებზე დაფუძნებული ობიექტ ორიენტირებული პროგრამირება შეტყობინებათა გადაცემის მექანიზმით (Class-based OOP via the message passing). ეს კი, შედეგად იძლევა, რომ:
- რუბიში ყველაფერი ობიექტია
- რუბიში არ არსებობენ მეთოდები და ფუნქციები, როგორც ასეთი; მათ როლს ასრულებს შეტყობინებები და პროცედურა-ობიექტები
- შესაძლებელია შეტყობინების კონვერტაცია პროცედურა-ობიექტად
- შესაძლებელია პროცედურა-ობიექტის კონვერტაცია შეტყობინებად
- შესაძლებელია ანონიმური პროცედურა-ობიექტების შექმნა
ცხადია, რუბი მოდულარულია და ამდენად, შესაძლებელია ფუნქციების ემულაცია. თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: რუბის მოდული სავსებით ჩვეულებრივი კლასია, კონკრეტული მოდული — ამ კლასის ეგზემპლარი, ხოლო მოდულში მოცემული ფუნქციები კი რეალურად სხვა არაფერია, თუ არა მოდულის კლას-შეტყობინებები (ჯავას სტატიკური მეთოდების ანალოგები). ამდენად, შესაძლებელია ნებისმიერი კლასის გაფართოება მოდულით; მაგალითად:
class Someclass #მოდულში მოცემული ფუნქციები ემატება კლასის ყველა ეგზემპლარს include Somemodule end sm = Someclass.new #მოდულში მოცემული ფუნქციები ემატება ამ კონკრეტულ ეგზემპლარს sm.extend Somemodule
რუბის შეტყობინებები შეიძლება, იყვნენ იტერატორები. ამ უკანასკნელთ ყოველთვის მოყვება ანონიმური პროცედურა-ობიექტი, რომელსაც გადაეცემა იტერაციის შედეგი:
def dummy_iter yield 1 yield 2 end
dummy_iter { |x| puts x*x } #-> შედეგი:1 4
შეტყობინებების აქტივაციისას ფრჩხილების გამოყენება ფაკულტატურია, მაგ.
some_mes 10 20 იგივეა, რაც some_mes(10, 20)
რუბის უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ნებისმიერ შეტყობინებას შეუძლია, ცხადი სახით ჰქონდეს არგუმენტად ანონიმური ბლოკი:
def block_consumer( a, &b ) #message body end
აქ &b ანონიმური ბლოკია. მისი ყოფნის შემოწმება ხდება გლობალური ცვლადით „block_given?“. ეს საშუალებას გვაძლევს, ადვილად განვახორციელოთ ტრანზაქცია:
block_consumer a do |inner_var| #transaction code end
ან შესრულდება transaction code-ის ყველა ინსტრუქცია, ან ერცერთი. ანონიმური ბლოკების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, აგრეთვე, შევქმნათ ამოცანის სპეციფიკური მიკრო-ენები, ეს რუბის გამოყენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა.
რუბი, ისევე როგორც პითონი, მეტა-პროგრამირების ფართო საშუალებებს იძლევა. ყოველივე ზემოხსენებილი, და ასევე, რუბის პროგრამების გავრცელებისა და მოპოვების ონლაინ-უტილიტა gem, უტილიტა rake, პროგრამების შესრულება-განთავსების კარკასი capistrino ვებ-პროგრამირების კარკასი rails განაპირებობს რუბის მზარდ პოპულარობას.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
||||||||||||||
სტატიის