ხედისმთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხედისმთა
კოორდინატები: 41°25′53″ ჩ. გ. 41°49′20″ ა. გ. / 41.431500° ჩ. გ. 41.822306° ა. გ. / 41.431500; 41.822306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ართვინის პროვინცია
სიმაღლე 2156 
ქედი შავშეთის ქედი
ამგებელი ქანები ტუფი და ტუფ-ბრექჩია
ხედისმთა — საქართველო
ხედისმთა
ხედისმთა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხედისმთა

ხედისმთა (თურქ. Hedis Dağı) — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავშეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, საქართველოსა და თურქეთის ართვინის პროვინციის საზღვარზე, მდინარე მაჭახელისწყლის მარცხენა შენაკადის — სკურდიდის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2156 მ. აგებულია ეოცენური ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. ქვემო და შუა კალთები შემოსილია შერეული ტყით, ზემო — მორეული სუბალპური მდელოს ბალახეულით. არის სათიბ-საძოვრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]