სეკვოიადენდრონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სეკვოიადენდრონი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Sequoiadendron giganteum | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სეკვოიადენდრონი, ველინგტონია, მამონტის ხე (Sequoiadendron giganteum) — მარადმწვანე წიწვოვანი ხე ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 100 მ-ზე მეტია, დიამეტრი — 10 მ-მდე, ღერო დაფარულია 40—60 სმ სისქის ქერქით (უდიდესი ხის მერქნის წონას 1000 ტ-მდე მიუღწევია). ერთსახლიანი მცენარეა, დატოტვილია, ლამაზი, დიდი ვარჯი და ტოტებზე ირგვლივ განწყობილი მოკლე წიწვები აქვს. ხნიერ ხეს ტანზე ქვედა ნაწილში ტოტები აღარ რჩება. ველურად იზრდება მხოლოდ კალიფორნიაში, სიერა-ნევადის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1500—2500 მ. მოშენებულია ევროპაში, ყირიმში, კავკასიაში, კერძოდ საქართველოში (უმთავრესად დასავლეთ საქართველოში. არის თბილისშიც, წინანდალსა და ახალდაბაში). სწრაფმზარდი ხეა. ცოცხლობს 1500, ზოგი მონაცემებით — 3—4 ათას წლამდე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- აბაშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 273, თბ., 1985 წელი.