კრიპტომერია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრიპტომერია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ტაქსოდიუმისებრნი
გვარი: კრიპტომერია
ლათინური სახელი
Cryptomeria
დაცვის სტატუსი

კრიპტომერია, (Cryptomeria), მარადმწვანე წიწვოვანი მცენარის გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. შეიცავს 1 სახეობას — იაპონურ კრიპტომერიას (Cryptomeria japonica). 50 მ-მდე სიმაღლის ხეა. სამშობლოში (იაპონია, ჩინეთი) კრიპტომერია მთებში წმინდა კორომებს ქმნის. ყოფილ სსრკ-ში კრიპტომერიას ძირითადად კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროს და ყირიმის ბაღებსა და პარკებში აშენებენ. დასავლეთ საქართველოში (ძირითადად აჭარაში) მას იყენებენ ქარსაფარ ზოლებად. კრიპტომერიის რბილი, მსუბუქი, ძნელად ლპობადი, ზოგჯერ ლამაზსურათიანი მერქანი ადვილი დასამუშავებელია და წყალქვეშა ნაგებობებისა და ავეჯისათვის იყენებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მიქელაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 34, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე