ხარიჯიტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარიჯიტები — ერთ-ერთი მუსლიმანური სექტის მიმდევრები. ხარიჯიტების მოძრაობა აღმოცენდა სახალიფოში სოციალურ წინააღმდეგობათა და ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის გამწვავების პერიოდში. 657 წელს ხალიფა ალის პოლიტიკით უკმაყოფილო მებრძოლთა ნაწილი, რომლებიც არაბი მომთაბარე ტომებისაგან შედგებოდა, გამოვიდა არაბული არისტოკრატიის პოლიტიკური ბატონობის გაძლიერებისა და მათ მიერ მუსლიმანური თემის მიწების დატაცების წინააღმდეგ, რის გამოც მათ ხარიჯიტები (ამბოხებულები) უწოდეს. 658 წელს ალიმ დაამარცხა ხარიჯიტები, მაგრამ მათი რიგები ივსებოდა ძირითადად საზოგადოების დაბალი ფენების, როგორც არაბების, ისე გამუსლიმანებული არაარაბების ხარჯზე. ხარიჯიტები მოითხოვდნენ ყველა მუსლიმანის თანასწორუფლებიანობას სოციალური მდგომარეობისა და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, ხალიფის არჩევითობის პრინციპის გატარებას. ხალიფად შეიძლებოდა გამხდარიყო ყველა მართლმორწმუნე მუსლიმი, თვით მონაც კი – ამიტომ ხარიჯიტობა უკიდურესად დემოკრატიულ მიმდინარეობად იქცა. 684 წელს ხარიჯიტების გათიშვის შედეგად შეიქმნა რამდენიმე მიმდინარეობა: იბადიტების, აზრაკიტების, სუფრიტების და ბაიჰასიტების. ხარიჯიტები – იბადიტები არიან ახლანდელ ომანში, ჩრდილოეთ აფრიკაში და არაბეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]