მაჰონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭყორფოთოლა)
მაჰონია
Mahonia aquifolium
Mahonia aquifolium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Ranunculales
ოჯახი:  კოწახურისებრნი
გვარი:  მაჰონია
ლათინური სახელი
Mahonia

მაჰონია, ჭყორფოთოლა (ლათ. Mahonia) — მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 100№მდე) სახეობის მარადმწვანე ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა.

უმთავრესად გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. რამდენიმე სახეობა გვხვდება აღმოსავლეთ აზიაშიც.

საქართველოში ინტროდუცირებულია 7 სახეობა, მეტწილად — ჭყორფოთოლა და იაპონური მაჰონია. ჩრდილოამერიკული ჭყორფოთოლა მაჰონია (ლათ. Mahonia aquifolia) მარადმწვანე ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1 მ აღწევს. აქვს მუქი მწვანე, შემოდგომით მოწითალო-ბრინჯაოსფერი ფოთლები, კაშკაშა ყვითელი ყვავილები და ლეგა ნაფიფქიანი მოლურჯო-მოშავო კენკრა ნაყოფი.

დეკორატიული მცენარეა. იყენებენ ბაღ-პარკების მშენებლობაში. მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყარით, მწვანე კალმებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]