მაჰონია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაჰონია | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Mahonia | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მაჰონია, ჭყორფოთოლა (Mahonia), მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 100№მდე) სახეობის მარადმწვანე ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა. უმთავრესად გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. რამდენიმე სახეობა გვხვდება აღმოსავლეთ აზიაშიც. საქართველოში ინტროდუცირებულია 7 სახეობა, მეტწილად — ჭყორფოთოლა და იაპონური მაჰონია. ჩრდილოამერიკული ჭყორფოთოლა მაჰონია (Mahonia aquifolia) მარადმწვანე ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1 მ აღწევს. აქვს მუქი მწვანე, შემოდგომით მოწითალო-ბრინჯაოსფერი ფოთლები, კაშკაშა ყვითელი ყვავილები და ლეგა ნაფიფქიანი მოლურჯო-მოშავო კენკრა ნაყოფი. დეკორატიული მცენარეა. იყენებენ ბაღ-პარკების მშენებლობაში. მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყარით, მწვანე კალმებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სხიერელი ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 525, თბ., 1983
სტატიის