ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Chile.estrechodemagallanes.png

ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი (ესპ. Archipiélago de Tierra del Fuego) — არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, კვეთს მაგელანის სრუტეს. არქიპელაგი შედგება ძირითადი კუნძულის - ცეცხლოვანი მიწისა (რომელიც იყოფა არგენტინასა და ჩილეს შორის, ფართობი 48,100 კვ.კმ) და სხვა პატარა კუნძულებისაგან, რომელთაგან კუნძულ ჰორნზე მდებარეობს ჰორნის კონცხი. ეს კუნძულები აღმოაჩინა ფერნანდო მაგელანმა თავის მოგზაურობისას 1520 წელს, მიუხედავად ამისა, ისინი ევროპელთაგან დაუსახლებელი რჩებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე, სანამ დაიწყებოდა მეცხვარეობის ბუმი და ოქროს ციებ-ცხელება. არქიპელაგის ჩრდილოეთი ნაწილის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს დღეისათვის წარმოადგენს ნავთობის მოპოვება, ხოლო სამხრეთისას - ტურიზმი და ანტარქტიკის ლოჯისტიკა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]